17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

CC0 / Pixabay / ხსოვნის სანთლები
ხსოვნის სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფეთქება დიდ დიღომში, ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე 16 იანვარს საღამოს მოხდა. აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა

თბილისი,  16 იანვარი — Sputnik.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა, იუწყება ქართული მედია.

შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. 

სასწრაფო დახმარება საავადმყოფოსთან - Sputnik საქართველო
დიღომში დაღუპულთა რაოდენობა  გაიზრდა - დაიღუპა 4 წლის ბავშვი

აფეთქება დიდ დიღომში, ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. ბოლო ინფორმაციით, მომხდარის შედეგად  ოთხი  ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.  

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე  სართულზე აფეთქება , სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მეექვსე  სართული მთლიანად ჩანგრეულია, თუმცა, მინები ჩამსხვრეულია სხვა სართულებზე,  ჩანგრეულია ლიფტიც.

შემთხვევის ადგილას იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კი დაშავებულები  საავადმყოფოებში მოინახულა. დაშავებულების მოსანახულებლად იაშვილის კლინიკაში მივიდა  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მომხდარის შესახებ კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ. მისი განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება, გაკეთდება მაქსიმუმი იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად. ასევე, ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოქალაქეებმა დღის განმავლობაში გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0