დიღომში დაღუპულთა რაოდენობა  გაიზრდა - დაიღუპა 4 წლის ბავშვი

© Sputnik / Alex Shlamovსასწრაფო დახმარება საავადმყოფოსთან
სასწრაფო დახმარება საავადმყოფოსთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არიან ამ ბავშვის ოჯახის წევრებიც.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი, რომლის მდგომარეობა კრიტიკული იყო, რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აფეთქება დიდ დიღომში, ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. ბოლო ინფორმაციით, მომხდარის შედეგად  ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები.  დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილები.

აფეთქება დიღომში - ირაკლი ბენდელიანი შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
თბილისის მერია: არცერთი ადამიანი დღეს თავშესაფრის გარეშე არ დარჩება

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 4 წლის ბიჭია. ის „იმედის" კლინიკაში რამდენიმე საათის წინ მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს. მას გული რამდენჯერმე გაუჩერდა.

„პაციენტი მოყვანილ იქნა 20:30 საათზე, 112-ის ბრიგადის მიერ, კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში. ანუ გული იყო გაჩერებული და აღენიშნებოდა ქალას ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ლიქორეა ყურიდან, თავის ტვინის გარსი იყო დაზიანებული“, - აღნიშნა კლინიკის ექიმმა.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არიან ამ ბავშვის ოჯახის წევრებიც.

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე  სართულზე აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მეექვსე  სართული მთლიანად ჩანგრეულია.

საცხოვრებელი კორპუსი ამ დროისათვის სრულად ევაკუირებულია. ტერიტორია პოლიციის ლენტებით არის შემოსაზღვრული. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

ყველა ახალი ამბავი
0