თბილისის მერია: არცერთი ადამიანი დღეს თავშესაფრის გარეშე არ დარჩება

© Sputnik / Shota Nozadzeაფეთქება დიღომში - ირაკლი ბენდელიანი შემთხვევის ადგილზე
აფეთქება დიღომში - ირაკლი ბენდელიანი შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik.  დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული არცერთი ადამიანი თავშესაფრის გარეშე არ დარჩება,  განაცხადა თბილისის მერის მოადგილე  ირაკლი ბენდელიანმა,  იუწყება  „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.   

აფეთქება დიღომში - Sputnik საქართველო
აფეთქება დიდ დიღომში - ინფორმაცია დაშავებულების მდგომარეობის შესახებ

აფეთქება დიდ დიღომში, ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. ბოლო ინფორმაციით, მომხდარის შედეგად  სამი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. ერთ-ერთი მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილები.

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე  სართულზე აფეთქება , სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მეექვსე  სართული მთლიანად ჩანგრეულია, თუმცა, მინები ჩამსხვრეულია სხვა სართულებზე,  ჩანგრეულია ლიფტიც.

ირაკლი ბენდელიანის განცხადებით,  მოკვლევა დაწყებულია და ამ წუთებშიც მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.

„ნებისმიერი დაზარალებული ოჯახი, ვინც ამ ფაქტის შედეგად ზიანი მიიღო, ყველას მაქსიმალურ ყურადღებას და მაქსიმალურ დახმარებას გამოუჩენს დედაქალაქის მერია. არც ერთი ადამიანი დღეს თავშესაფრის გარეშე არ დარჩება, შესაბამისი საცხოვრისებით და სასტუმროებით ყველა უზრუნველყოფილი იქნება და მუნიციპალიტეტის ჩართულობა იქნება მაქსიმალური ამაში,“ - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქებამდე დღის განმავლობაში, იგრძნობოდა გაზის სუნი, თუმცა გაზის კომპანიის წარმომადგენლებმა დაზიანების კერა ვერ აღმოაჩინეს. 

აფეთქება დიღომში - Sputnik საქართველო
საბანაძე: ყველაფერი გაკეთდება, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად

შემთხვევის ადგილას იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კი დაშავებულები  საავადმყოფოებში მოინახულა. დაშავებულების მოსანახულებლად იაშვილის კლინიკაში მივიდა  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მომხდარის შესახებ კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ. მისი განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება, გაკეთდება მაქსიმუმი იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად. ასევე, ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოქალაქეებმა დღის განმავლობაში გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია  მობილიზებული.
საცხოვრებელი კორპუსი ამ დროისათვის სრულად ევაკუირებულია. ტერიტორია პოლიციის ლენტებით არის შემოსაზღვრული.  ადგილზე მუშაობენ  ექსპერტ-კრიმინალისტები.

 

ყველა ახალი ამბავი
0