აფეთქება დიდ დიღომში - ინფორმაცია დაშავებულების მდგომარეობის შესახებ

© Sputnik / STRINGERაფეთქება დიღომში
აფეთქება დიღომში - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად ბოლო მონაცემებით, 7 ადამიანია დაშავებული, განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ იაშვილის კლინიკაში.

„სავარაუდოდ გაიზრდება დაშავებულთა რაოდენობა, იმიტომ რომ პირველი წუთების მერე მიმართავენ ხოლმე სამედიცინო დაწესებულებებს... საბედნიეროდ, დაზიანებები მსუბუქი არის, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ერთი ბავშვი არის საყურადღებო, რომელთანაც მძიმე დაზიანებები ასევე არ აღმოჩნდა. ახლა დამთავრდა კვლევები და კონსულტაცია, 6-ვე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება მეშვიდე პაციენტს, რომელიც სხვა კლინიკაში არის, ახლა მივდივარ მის სანახავად“, - განაცხადა სერგეენკომ.

აფეთქება დიღომში - Sputnik საქართველო
საბანაძე: ყველაფერი გაკეთდება, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად

მანამდე იაშვილის კლინიკაში კიდევ ერთი არასრულწლოვანი მიიყვანეს, რომელიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

„ამ დროისთვის შემოყვანილია სამი პაციენტი. ერთი, ჯერჯერობით, ზუსტი ასაკი არ ვიცით, 3-4 წლის გოგონა, რომელიც შედარებით მძიმეა, თავის ქალას დაზიანებით და თავის ქალას ტრავმით, თუმცა, კომპიუტერული გამოკვლევის შემდეგ საოპერაციო ჩასარევი არ არის. ახლა ნეიროქირურგიული ოპერაცია მიმდინარეობს, ჭრილობის დამუშავება და რევიზია. ორი ბავშვი, და-ძმა, 12 და 8 წლის „ემერჯენსშია“, აქ ზედაპირული ჭრილობებია და მათი მდგომარეობა არ არის მძიმე და კიდევ ერთს ველოდებით, ერთი ბავშვი, შედარებით მძიმე მოჰყავთ. მეოთხე ბავშვთან დაკავშირებით, ერთადერთი, რაც ვიცით, აპარატურულ სუნთქვაზეა, შედარებით მძიმეა. იმედის კლინიკიდან გადმოჰყავთ,“ - განაცხადა  კლინიკის ექიმმა

იაშვილის კლინიკაში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

ყველა ახალი ამბავი
0