საქართველო და კატარი უსაფრთხოების სფეროში ითანამშრომლებენ

© Ministry of Internal Affairs of Georgia / FB გიორგი გახარია და კატარის კოლეგა შეიხ  აბდულა ბინ ნასერ ბინ ხალიფა ალ ტანი
გიორგი გახარია და  კატარის კოლეგა შეიხ  აბდულა ბინ ნასერ ბინ ხალიფა ალ ტანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი გახარიამ კატარში ისაუბრა საქართველოს გამოცდილებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების კუთხით

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კატარში ვიზიტისას კატარის კოლეგა შეიხ  აბდულა ბინ ნასერ ბინ ხალიფა ალ ტანთან უწყებებს შორის თანამშრომლობაზე შეთანხმდა, ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საშიშია თუ არა საქართველო ტურისტებისთვის – გამოქვეყნდა უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგი >>

მხარეებმა ხელი მოაწერეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კატარის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ განზრახულობათა დოკუმენტს.

ორი ქვეყნის შს მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები სავაჭრო-ეკონომიკური საქმიანობისა და ტურიზმის სფეროში. გახარიამ კოლეგას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო, ამასთანავე ხაზი გაუსვა გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა ქვიშხეთში - Sputnik საქართველო
უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ: ახალი სარკინიგზო მონაკვეთი თითქმის დასრულებულია

ვიზიტი 14-15 იანვარს შედგა. ქართული დელეგაციის წევრები კატარის ეროვნული მართვის ცენტრის მუშაობას გაეცნენ.

საქართველომ და კატარმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წელს დაამყარეს. 2012 წლის ნოემბერში კატარში საქართველოს საელჩო გაიხსნა, ხოლო 2013 წლის აგვისტოში საქართველოში კატარის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაჩნდა.

დღეისათვის კატარში საქართველოს ელჩია ნიკოლოზ რევაზიშვილი, ხოლო ამ ქვეყნის დიპლომატიურ მისიას საქართველოში მუბარაკ მინ ნასერ ბინ მუბარაკ ალ ჰალიფა ხელმძღვანელობს.

ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ სავაჭრო-ეკონომიკურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და ტურისტულ სფეროებში.

2018 წელს კატარის მოქალაქეებმა საქართველოს საზღვარი 2,6 ათასჯერ გადაკვეთეს, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 42,4%-ით აღემატება.

ყველა ახალი ამბავი
0