რუსეთმა გრიპის ვირუსის გამო საქართველოს საზღვართან კონტროლი გაამკაცრა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაქართველოში გრიპის ვირუსი მძვინვარებს
საქართველოში გრიპის ვირუსი მძვინვარებს - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში გრიპით დაავადებულთა რიცხვი იზრდება.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. „როსპოტრებნადზორის" განკარგულებით რუსეთის სახელმწიფო საზღვართან მდებარე ყველა გამშვებ პუნქტზე სანიტარულ-საკარანტინო კონტროლი გაძლიერდა, იუწყება РИА Новости რუსეთის ფედერალური სამსახურის „როსპოტრებნადზორის" პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გრიპის ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემს>>>

„გრიპის ვირუსების გააქტიურება ევროპის ქვეყნებში გრძელდება, სადაც ხუთ ქვეყანაში (ისლანდია, ნორვეგია, პორტუგალია, შვედეთი და თურქეთი) დარეგისტრირებულია გრიპის ვირუსების ფართო გავრცელება, რვა ქვეყანაში – რეგიონული აფეთქებები, ოთხ ქვეყანაში (საბერძნეთი, ლატვია, სლოვაკეთი და უზბეკეთი) – ლოკალური აფეთქებები", – განაცხადეს უწყებაში და აღნიშნეს, რომ გრიპის ვირუსების სტრუქტურაში ჭარბობს ე.წ. „ღორის გრიპი" – А(Н1N1)09.

ამასთან, უწყებაში განსაკუთრებით გამოყვეს საქართველოში არსებული ვითარება.

ადამიანი ნიღბით გრიპის ვირუსისგან თავდასაცავად - Sputnik საქართველო
ირანის საგარეო უწყება თავის მოქალაქეებს ურჩევს, გრიპის გამო საქართველოში არ ჩამოვიდნენ

„საქართველოში მიმდინარე ეპიდემიურ სეზონზე ვირუსი А(Н1N1)09-ის პირველი ნიშნები გასული წლის 45-ე კვირაში დაფიქსირდა. ამასთანავე, 2018-2019 წლის ეპიდემიური სეზონისთვის მზადებისას საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო აცრა 56 ათას ადამიანს გაუკეთდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 1,5%-ს შეადგენს", – განაცხადეს უწყებაში.

დანარჩენ ქვეყნებში ვითარება სტაბილურია. ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„რუსეთის ფედერაციის მოსაზღვრე ტერიტორიებზე ეპიდემიური ვითარების გაუარესების გათვალისწინებით, სანიტარული დაცვის უზრუნველყოფის მიზნით „როსპოტრებნადზორმა" სახელმწიფო საზღვრის ყველა სასაზღვრო პუნქტში სანიტარულ-საკარანტინო კონტროლის გამკაცრებაზე განკარგულება გასცა", – აცხადებენ უწყებაში.

გრიპის აცრა - Sputnik საქართველო
გრიპი საქართველოში - ბოლო ინფორმაცია

უწყება რუსეთის მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, მოგზაურობის დაგეგმვისას გაითვალისწინონ გრიპთან დაკავშირებული ვითარება და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ.

საქართველოში გრიპის ვირუსი H1N1 მძვინვარებს. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ქვეყნის საჯარო სკოლებსა და თბილისის საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყების გადადების გადაწყვეტილება მიიღო. სასწავლო პროცესი გადაიდო თბილისის ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელშიც. ბოლო მონაცემებით, ვირუსის გართულების შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო შემთხვევა 14 იანვარს მოხდა. ვირუსის გართულების გამო ათი თვის ბავშვი გარდაიცვალა. სავარაუდოდ, მას „ღორის გრიპთან“ ერთად წითელაც ჰქონდა.

საქართველოში გრიპის ეპიდემია არ არის, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო დაჟინებით ურჩევს მოსახლეობას, დაავადების პირველივე სიმპტომებისთანავე ექიმს მიმართონ.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური