რა არის „ტამიფლუ“ და რა შემთხვევაში შეიძლება მისი მიღება

© Sputnik / Vladimir Umikashviliგრიპის გამო თბილისში ნიღბებით დადიან
გრიპის გამო თბილისში ნიღბებით დადიან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში H1N1-ის ვირუსი მძვინვარებს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ვირუსის გართულების გამო სტაციონარში 660 ადამიანი მკურნალობს. მათგან 42-ის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო სტატისტიკა აჩვენებს, რომ გრიპით ასი ათას მოსახლეზე 253 პაციენტია დაავადებული. ოფიციალური მონაცემებით გრიპის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო დღეებია საზოგადოება  ბევრს საუბრობს ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“. შესახებ. რეალურად რა არის „ტამიფლუ“, რა მოქმედება გააჩნია მას და ადამიანების რომელი ჯგუფისთვის არის განკუთვნილი, ამის შესახებ „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე საუბრობს.

© FB / Pikis Saatiთამარ ობგაიძე
რა არის „ტამიფლუ“ და რა შემთხვევაში შეიძლება მისი მიღება - Sputnik საქართველო
თამარ ობგაიძე

- რა არის ტამუფლუ?

- უკანასკნელ დღეებში გრიპის ვირუსის გავრცელებასთან ერთად ყველაზე ხშირად ალბათ ამ მედიკამენტის სახელი გესმით - ტამიფლუ. ბევრი პაციენტის დედა მეკითხება, რა არის ეს პრეპარატი, შეიძინოს თუ არა და მისცეს თუ არა ის პატარას ექიმის გარეშე.  ამიტომ დღეს სწორედ ტამიფლუზე მინდა გიამბოთ.

პირველ რიგში, გვახსოვდეს, ტამიფლუ არ არის ხველის და სიცხის წამალი და არც ყველა ე.წ გაციების დროს ინიშნება! ტამიფლუ ანტივირუსული მედიკამენტის სავაჭრო დასახელებაა. მის მოქმედ ნივთიერებას გაცილებით რთული სახელი აქვს - ოსელტამივირი.

გრიპის აცრა - Sputnik საქართველო
გრიპი საქართველოში - ბოლო ინფორმაცია

პრაქტიკულად თვითონ ოსელტამივირს არ აქვს ანტივისრული მოქმედება. ორგანიზმში ის გარდაქმნის პროცესებს გადის, რის შედეგადაც მიიღება აქტიური მოქმედი ნივთიერება - ოსელტამივირის კარბოქსილატი.  სწორედ მას აქვს ანტივირუსული ეფექტი, თრგუნავს რა ნეირამინიდაზას აქტივობას. შეგახსენებთ, ნეირამინიდაზა არის ცილა გრიპის უჯრედის ზედაპირზე, რომელიც ხელს უწყობს გრიპის ვირუსის შეჭრას ადამიანის უჯრედებში. შედეგად, ტამიფლუ ხელს უშლის გრიპის ვირუსის ზრდასა და გამრავლებას ადამიანის ორგანიზმში, რითაც ამცირებს გრიპის დაავადების ხანგრძლივობას, მის სიმძიმეს და გართულებების სიხშირეს. 

CC BY 2.0 / andrew wales / tamiflu box shotპრეპარატი „ტამიფლუ“
რა არის „ტამიფლუ“ და რა შემთხვევაში შეიძლება მისი მიღება - Sputnik საქართველო
პრეპარატი „ტამიფლუ“

პრეპარატის მიღება დაავადების დაწყებიდან პირველ 48 საათში იწყება. თუმცა ტამიფლუს გამოყენება ყველა შემთხვევაში არ არის საჭირო. ტამიფლუს მხოლოდ ექიმი ნიშნავს შესაბამის რისკ-ჯგუფებში და აუცილებლად მკაცრად ჩვენების მიხედვით.  ეს რისკ-ჯგუფები გახლავთ პაციენტი 1-დან 5 წლამდე, პაციენტი 65 წელზე მეტი ასაკის, პაციენტი თანმხლები დაავადებებით: ფილტვის ქრონიკული დაავადებები ან ასთმა, რომელიც მედიკამენტითაა ნამკურნალები ბოლო სამი წლის განმავლობაში, ასევე გულის დაავადებები, დიაბეტი ან სხვა მეტაბოლური დარღვევები, ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ცისტური ფიბროზი, ნევროლოგიური დარღვევები, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, ორსულობა, იმუნიტეტის დეფიციტით მიმდინარე მდგომარეობები.

აფთიაქი - Sputnik საქართველო
პრეპარატ „ტამიფლუს“ ახალი მარაგი მთელ საქართველოშია ხელმისაწვდომი და უფასოდ გაიცემა

- რა შემთხვევებში უნდა იქნეს მიტანილი ეჭვი H1N1 ვირუსით გამოწვეულ გრიპზე?

- პირი, რომელსაც მწვავედ განუვითარდა შემდგომი სიმპტომები: ცხელება 38 გრადუსი და გრიპისმაგვარი დაავადებების ნიშნები (ერთი ან მეტი ჩამოთვლილთაგან: ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი/ცხვირის გაჭედვა, ღებინება/ნაწლავთა მოქმედების გახშირება) ან სასუნთქი სისტემის მძიმე ინფექციური დაავადება მიმდინარე ქოშინით ან სუნთქვის უკმარისობით, როცა სხვა მიზეზი არ არის დადგენილი. ასევე პირი, რომელსაც აქვს ცხელება და სასუნთქი გზების დაზიანების ნიშნები და ცნობილია, რომ კონტაქტში იყო გრიპით დაავადებულთან.

ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს პატარებს!

 

ყველა ახალი ამბავი
0