თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ავტომობილი 60 წლამდე ასაკის ქვეითად მოსიარულე მამაკაცს მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაეჯახა. ის ადგილზევე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.