ტრაგედია გორში - ავარიას მამაკაცი და ორსული ქალი ემსხვერპლნენ

გამოწერა
ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. 

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. გორის რაიონის სოფელ ძევერასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლამდე მამაკაცი და მისი ფეხმძიმე ცოლი ემსხვერპლნენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

არ გადაკვეთო! - Sputnik საქართველო
ავარია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე – დაიღუპა სამი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა,  გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად ავტომობილში მსხდომი ცოლ-ქმარი ადგილზე დაიღუპა.

გარდაცვლილებს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ყველა ახალი ამბავი
0