მაღლივი-ბაგების საბაგიროს დამატებითი შემოწმება ჩაუტარდება

გამოწერა
მაღლივი-ბაგების საბაგირო 22 წლის განმავლობაში, 1982 წლიდან 2002 წლამდე ფუნქციონირებდა.

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო დამატებით შემოწმებას გაივლის, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თბილისის მერიის განცხადებაზე დაყრდნობით.

მაღლივი კორპუსის ბაგებთან დამაკავშირებელი საბაგირო  გზის და ვაგონების რეაბილიტაცია 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და 2017 წელს დასრულდა. სამუშაოებს შპს „საქსპეცტრანსი“ ასრულებდა. საბაგირო  გასული წლის გაზაფხულზე უნდა გახსნილიყო, თუმცა ის ექსპლუატაციაში ამ დრომდე არ შესულა.

დასრულდა სარემონტო სამუშაოები საფეხმავლო ხიდზე - Sputnik საქართველო
უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან საფეხმავლო ხიდის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა

„ამ ეტაპზე, საბაგიროს დამატებითი უსაფრთხოების ტესტირების ღონისძიებები მიმდინარეობს, რაზეც გადაწყვეტილება თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მოქალაქეების უსაფრთხოების სათანადოდ უზრუნველყოფის მიზნით მიიღო. ტესტირება მომდევნო ორი თვის განმავლობაში ჩატარდება და წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საბაგირო ოპერირებას დაიწყებს“, – აცხადებენ მერიაში.

ამ დროისთვის საბაგირო მთლიანად განახლებულია, მას ორი ვაგონი აქვს და თითოეული დაახლოებით 20 ადამიანზეა გათვლილი. სამუშაოების ფარგლებში ძველი გონდოლები აღადგინეს, ახალი ბაგირები დააყენეს, გონდოლი და სადგური ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

მაღლივი-ბაგების საბაგირო 22 წლის განმავლობაში, 1982 წლიდან 2002 წლამდე ფუნქციონირებდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0