უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან საფეხმავლო ხიდის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა

© FB / Tbilisi Sity Hallდასრულდა სარემონტო სამუშაოები საფეხმავლო ხიდზე
დასრულდა სარემონტო სამუშაოები საფეხმავლო ხიდზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეკონსტრუქციის ფარგლებში ასფალტის საფარიც გამოიცვალა.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, ბაგების მიმართულებით გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, მდინარე ვერეზე მდებარე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია გუშინ  დაასრულა.

რეკონსტრუქციის ფარგლებში ასფალტის საფარიც გამოიცვალა.

ახლად რეაბილიტირებული ხიდი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გაანათა და  ყველა იმ ადამიანს მადლობა გადაუხადა, ვინც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო.

დედაქალაქის ბიუჯეტიდან სარეაბილიტაციო სამუშაოებში 500 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.


ყველა ახალი ამბავი
0