9 წლის ბავშვის შანტაჟში ბრალდებულ 30 წლის მამაკაცს გირაოზე უარი ეთქვა

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშიპატიმარი
პატიმარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული თავს დამნაშავედ ცნობს და მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ბავშვის მიმართ განხორციელებული შანტაჟის გამო დაკავებულ ავთო კუციას სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, უწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ადვოკატი ავთო კუციასთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ამის მიუხედავად, მოსამართლემ ჩათვალა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
16 წლის გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, ოზურგეთში ერთი პირი დააკავეს

„სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა დანაშაულების გაგრძელების საფრთხე, ასევე, მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხე. გამოძიება გრძელდება და შესაბამისად, გამოძიებას აქვს ორთვიანი ვადა, რომ კიდევ მოიპოვოს მტკიცებულებები“, - განაცხადა საქმის პროკურორმა, ირაკლი ქარდავამ.

ბრალდებული Facebook-ის გამოყენებით სისტემატიურად აიძულებდა არასრულწლოვნებს მასთან ინტიმური ხასიათის მიმოწერა ჰქონოდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების გასაჯაროებით ემუქრებოდა.

ავთო კუციას ადვოკატის განცხადებით, მამაკაცი თავს დამნაშავედ ცნობს და მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

გამოძიება სსკ-ის 150-ე და 157-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც იძულებას და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ხელყოფას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0