16 წლის გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, ოზურგეთში ერთი პირი დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებული არასრულწლოვან გოგონას ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გავრცელებით ემუქრებოდა

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა ოზურგეთში 22 წლის მ.თ., 16 წლის გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნ.ბ. სოციალური ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით გაიცნო. მ.თ.-ს გოგონასთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰქონდა მიმოწერა.

შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო
ოზურგეთში გარდაცვლილი მოზარდი იპოვეს

მოგვიანებით, ბრალდებული ნ.ბ.-ს აღნიშნული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა. მას შემდეგ, რაც ნ.ბ.-მ გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა მ.თ.-ს გადაუგზავნა, ბრალდებულმა გოგონას დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც 16 წლის გოგონამ მიმდინარე წლის 15 აგვისტოს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო.

დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0