თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ოზურგეთში 16 წლის გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, განუცხადეს „Sputnik- საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრეს-სამსახურში.
გადაცვლილი გოგონა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ცხოვრობდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სხვა დეტალები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდება.