თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა დაკავებულთა პირადი ჩხრეკისას ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი", ორი შეკვრა ,,მეტადონი” და სამ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „სირეცი“ ამოიღეს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 6-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.