საქართველოში H1N1 მძვინვარებს - მთავრობამ ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება დაიწყო

© Sputnik / STRINGERპაციენტები და ექიმები კლინიკაში
პაციენტები და ექიმები კლინიკაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინიციატივა მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის ხელშეწყობას ემსახურება.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება სრულად დაუფინანსდებათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ინიციატივა მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის ხელშეწყობას ემსახურება.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
„გრიპი არ მაქვს“ - საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტები დაამშვიდა

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დღეიდან ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს" ექიმის დანიშნულების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრესკონფერენციაზე.

საქართველოში გრიპის ვირუსი H1N1 მძვინვარებს. ვირუსის გართულების გამო უკვე 15 ადამიანი დაიღუპა.

მანამდე პრეპარატ „ტამიფლუს" უფასოდ იღებდნენ რისკ-ჯგუფებში შემავალი ადამიანები: ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, პენსიონერები ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

ამიერიდან, დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, მედიკამენტის მიღება შესაძლებელი იქნება უკვე საავადმყოფოში ექიმისგან. ამასთან, სამინისტრო აფთიაქებიდან არაკომერციულ ფასში გამოისყიდის პრეპარატის დარჩენილ მარაგს - 300 ათას კოლოფს. აფთიაქებში მოქალაქეებზე „ტამიფლუს" უფასოდ გაცემა რეცეპტის ან ფორმა N100-ის საფუძველზე მოხდება.

საქართველოში H1N1 მძვინვარებს: „ტამიფლუს" მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ >>

10 იანვრის მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსით დაავადებულთა ჰოსპიტალიზების რაოდენობა გაიზარდა - დაახლოებით 845 ადამიანი. ლაბორატორიულმა კვლევამ 158 შემთხვევაში „ღორის გრიპი" დაადასტურა.

ქვეყანაში ეპიდემია არ არის, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს პირველი სიმპტომებისთანავე მიმართონ ექიმს. დღეისათვის 100 ათას მოსახლეზე გრიპისმაგვარი ვირუსით 256 ადამიანია დაავადებული. ეპიდემიად კი მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც 100 ათას ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 400-450 ადამიანს აღწევს.

ყველა ახალი ამბავი
0