თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცი, ქალაქ ნეაპოლის სასამართლოს განჩინების საფუძველზე ოთხი წლის განმავლობაში იძებნებოდა. ქურდობის ბრალდებით მას პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე ქალაქ ბარში დააკავეს.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, სასჯელის თავიდან აცილების მიზნით, მამაკაცმა გვარი შეიცვალა და დედის გვარზე გადავიდა, თუმცა, დაკავების შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად მისი იდენტიფიცირება მაინც მოხდა.
ამჟამად დაკავებული ქალაქ ბარის ციხეში იმყოფება.