თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. გლდანში ახალგაზრდა ქალი გააუპატიურეს, დამნაშავე დაკავებულია, ნათქვამია შსს-ს მიერ ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დანაშაული ახალ წლამდე ერთი დღით ადრე მოხდა, დაშავებული ქალი ელექტროშოკით გათიშეს და გააუპატიურეს. შემთხვევა მუხიანის გზაზე გობრონიძის ქუჩაზე მოხდა.
მოგვიანებით შსს-მ განაცხადა ბრალდებულის დაკავების შესახებ, რომელიც მსხვერპლზე 11 წლით უმცროსი აღმოჩნდა. დაკავებულის სახლიდან ელექტროშოკერი და სხვა სამხილები ამოიღეს.
ბრალდებულს ორთვიანი პატიმრობა უკვე შეეფარდა.
გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს და 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.