დაკავებულია შვიდი წლის გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის პოლიციის ავტომობილი
რუსეთის პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცმა აღიარა, რომ გააუპატიურა გოგონა, შემდეგ მოკლა და ცხედარი ძველ სტადიონზე გადამალა

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. სამარაში (რუსეთი) დააკავეს შვიდი წლის გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელმაც დანაშაული აღიარა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რუსეთის საგამოძიებო სამსახურის რეგიონულ განყოფილებაზე დაყრდნობით.

მამაკაცი ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
58 წლის მამაკაცმა 12 წლის გოგონაზე იძალადა

გოგონა უფროს ძმასთან ერთად სასეირნოდ 20 ივლისს გავიდა. რაღაც მომენტში ის თვალთახედვიდან გაქრა. ძმა სახლში დაბრუნდა და მშობლებს მომხდარის შესახებ უამბო. გოგონას მთელი ღამე ეძებდნენ პოლიციელები და მოხალისეები. გოგონას ცხედარი 21 ივლისს დილით აღმოაჩინეს, მას გაგუდვის კვალი და თავის ტრავმა აღენიშნებოდა.

დააკავეს დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი 23 წლის მამაკაცი, რომელიც გოგონას ოჯახის მახლობლად ცხოვრობდა.

საგამოძიებო სამსახურის პრეს-სამსახური იტყობინება, რომ მამაკაცმა აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ ჯერ გააუპატიურა გოგონა, შემდეგ მოკლა და ცხედარი ძველ სტადიონზე გადამალა.

ყველა ახალი ამბავი
0