ვირუსის გავრცელების გამო რუსთავის ბაგა-ბაღებში თავისუფალი დასწრება გამოცხადდა

© Sputnik / STRINGERსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამორიცხული არ არის, რომ სკოლებსა და ბაღებში ზამთრის არდადეგები ქვეყნის მასშტაბითაც გახანგრძლივდეს.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. გრიპის ვირუსის გააქტიურების გამო რუსთავის ბაგა-ბაღებში 15 იანვრამდე თავისუფალი დასწრებაა გამოცხადებული, აღნიშნულია რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გრიპის ვირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა - ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ>>>

„15 იანვრის შემდეგ აღსაზრდელებს შვიდი საპატიო გაცდენის უფლება ექნებათ... იანვრის თვეში თავისუფალი დასწრების გაგრძელების საკითხი დამოკიდებულია ვირუსების გავრცელების დინამიკაზე", – აღნიშნულია განცხადებაში.

სკოლა - Sputnik საქართველო
სკოლებსა და ბაღებში, შესაძლოა, ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს

რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღებში საახალწლო არდადეგები 2019 წლის 8 იანვრამდეა გამოცხადებული.

გრიპის ვირუსის გააქტიურების გამო გამორიცხული არ არის, რომ ქვეყნის მასშტაბით სკოლებსა და ბაღებში ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მიმდინარე კვირაში ავადობის დინამიკის მიხედვით ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

საქართველოში, ბოლო მონაცემების მიხედვით, გრიპის ვირუსის 162 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, გარდაცვლილია 10 ადამიანი, მათ შორის არის ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით (H1N1) გარდაცვალების ფაქტებიც.

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
დავით სერგეენკო: გრიპის ეპიდემიისკენ არ მივდივართ

ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა. კერძოდ, გრიპის სტატისტიკა წინა კვირის მონაცემებთან შედარებით 21 ერთეულით ნაკლებია – 100 ათას მოსახლეზე ვირუსით 256 ადამიანია დაავადებული. თუმცა, გრიპის ვირუსის გავრცელების საფრთხე ისევ არსებობს. ეპიდემიად მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც 100 ათას ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 450-500 დაავადებულს აღწევს.

გრიპის ვირუსთან დაკავშირებით თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო, 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მედიკამენტ "ტამიფლუს" უფასოდ მიიღებენ პაციენტთა კონკრეტული ჯგუფები – ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, პენსიონერები, გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, დიაბეტიანები, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები.

 

ყველა ახალი ამბავი
0