სკოლებსა და ბაღებში, შესაძლოა, ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს

© photo: Sputnik / Stringerსკოლა
სკოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებული ინფორმაციით, კრიტიკულ ზღვარზე მუშაობს სასწრაფო დახმარების სამსახური, რომელიც გაზრდილ მიმართვებს ვეღარ აუდის.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. გრიპის ვირუსის გააქტიურების გამო ზამთრის არდადეგები შეიძლება გახანგრძლივდეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებაზე დაყრდნობით.

გრიპის ვირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა - ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ>>>

ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსის 162 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, გარდაცვლილია 10 ადამიანი, მათ შორის არის ე.წ. ღორის ვირუსით (H1N1) გარდაცვალების ფაქტებიც.

 „დავაკვირდებით ამ კვირაში ავადობის დინამიკას და ამის მიხედვით შემდგომ ჯანმრთელობის და განათლების სამინისტროები მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებას", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ, პირველი სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
დავით სერგეენკო: გრიპის ეპიდემიისკენ არ მივდივართ

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა. კერძოდ, გრიპის სტატისტიკა წინა კვირის მონაცემებთან შედარებით 21 ერთეულით ნაკლებია – 100 ათას მოსახლეზე ვირუსით 256 ადამიანია დაავადებული. ეპიდემიად მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც 100 ათას ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 450-500 დაავადებულს აღწევს.

გრიპის ვირუსის გავრცელების საფრთხე ისევ არსებობს, ამიტომ ექიმები მოუწოდებენ მოსახლეობას, პირველი სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.

გრიპის ვირუსთან დაკავშირებით თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო, 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს. რამდენიმე საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ფოთში 40 წლის ქალი, სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით გარდაიცვალა

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მედიკამენტ „ტამიფლუს" უფასოდ მიიღებენ პაციენტთა კონკრეტული ჯგუფები – ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, პენსიონერები, გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, დიაბეტიანები, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები.

H1N1 – А ვირუსის ქვეტიპია (გრიპის ყველაზე გავრცელებული ტიპი, რომელიც ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიებს იწვევს).

ადამიანების უმრავლესობის ორგანიზმში დაავადება გართულებების გარეშე ერთ კვირაში გადის, მაგრამ არსებობს დაავადების რთული ფორმა, რომელსაც სწრაფად პროგრესირებადი პირველადი ვირუსული პნევმონია ახასიათებს. ბაქტერიული პნევმონიისგან განსხვავებით მას არ გააჩნია მგრძნობელობა ანტიბიოტიკებზე და არასწორი მკურნალობისას გართულების პირველი ნიშნების გამოვლენიდან 24 საათში ლეტალური შედეგით შეიძლება დასრულდეს.

უმეტეს შემთხვევაში გრიპის სიმპტომებია: ტემპერატურის მატება, ხველება, ყელის ტკივილი, სურდო, თავის, კუნთების ტკივილი, სისუსტე და შემცივნება. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება პირღებინება ან დიარეა.

 

ყველა ახალი ამბავი
0