რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავარაუდო დამნაშავე დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. რუსთავში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
სისხლიანი დაპირისპირება თბილისში – დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი

შემთხვევა კლდიაშვილის სკვერში გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ. სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მეორეს დანა ბარძაყის არეში დაარტყა. დაშავებულს დაზიანებები სახის არეშიც აღენიშნება.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

დაშავებული „კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

გავრცელებული ინფორმაციით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0