თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა დღეს გამთენიისას პეკინის გამზირზე მოხდა.
დაჭრილი მამაკაცი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა იპოვეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე ეზოში ხმაური გაიგონეს. მეზობლების თქმით, დაშავებული მამაკაცი, სავარაუდოდ, მათ კორპუსში მცხოვრები არ არის.
ადგილობრივები არც იმას გამორიცხავენ, რომ ახალგაზრდის დაჭრის ფაქტი სხვა ადგილას მომხდარიყო და არა მათი კორპუსის ეზოში.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და საპატრულო პოლიცია.
სისხლიან გარჩევას თიანეთში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა >>
ამ დროისთვის, უცნობია, დააკავეს თუ არა სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.