შსს–მ პოლიციელების დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავა

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. სამართალდამცველებმა  პოლიციელზე თავდასხმისთვის ძებნილი, 31 წლის გოჩა ცხვედიანი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ცხვედიანმა 2018 წლის 6 დეკემბერს, გვიან ღამით, აბაშის რაიონის სოფელ გეზათში, აგრესია გამოხატა აბაშის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების - შალვა მიმინოშვილის და ბაკურ ჭკადუას მიმართ, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე სამსახურებრივ შემოვლას აწარმოებდნენ.

ოპერაცია - Sputnik საქართველო
აბაშაში დაჭრილ პოლიციელს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა

ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს სამართალდამცველებმა წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა ის არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას და ორივე პოლიციელს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული პოლიციელები სტაციონარში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი დახმარება გაეწიათ. მიმინოშვილს მუცლის ღრუს ორგანოებზე ოპერაცია ჩაუტარდა. ცხვედიანზე კი ძებნა გამოცხადდა.

ძებნილი სამართალდამცველებმა წალკის რაიონის სოფელ ტბეთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს და 7-დან 11 წლამდე  თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0