აბაშაში დაჭრილ პოლიციელს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშიოპერაცია
ოპერაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაციენტი ამ დროისთვის ქირურგიული დეპარტამენტის ინტენსიური თერაპიის პალატაში იმყოფება.

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი შალვა მიმინოშვილი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აბაშის მუნიციპალიტეტში დაჭრეს, ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
აბაშაში პოლიციელები ცივი იარაღით დაჭრეს - დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტს ოპერაცია მუცლის ღრუს რამდენიმე ორგანოზე ჩაუტარდა და ამ დროისთვის ქირურგიული დეპარტამენტის ინტენსიური თერაპიის პალატაში იმყოფება.

შემთხვევა სოფელ გეზათში გუშინ ღამით მოხდა.

სამართალდამცველებმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი შენიშნეს და გადამოწმების მიზნით მასთან მივიდნენ. რა დროსაც მოქალაქე გოჩა ცხვედიანმა სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციელები მის გადაყვანას შეეცადნენ, თუმცა მან საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შალვა მიმინოშვილს დანით მუცლის არეში ჭრილობები მიაყენა, მისი მეწყვილე ბაკურ ჭკადუა კი ხელის არეში დაჭრა.

თავდამსხმელი გოჩა ცხვედიანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მას ამ დრომდე ეძებენ.

გამოძება დაწყებულია სსკ-ის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ითვალისწინებს 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0