მხატვარი, რომელმაც ბევრი ხელობა აითვისა და „არაფერში ბევრი რამის კეთებას“ ახერხებს

© photo: courtesy of Eto Dimaდიმიტრი ორკოდაშვილი
დიმიტრი ორკოდაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენი დღევანდელი გმირი ნიჭიერი მხატვარია, მაგრამ საქართველოში რომ მხატვრისთვის ნორმალური ასპარეზი არ არის, ესეც ვიცით. ეს დიმიტრი ორკოდაშვილმაც კარგად იცის, ამიტომ სხვებისგან განსხვავებით საკუთარი ბედნიერებისა და საყვარელი ადამიანების კეთილდღეობისთვის ყველა გზა სცადა და გამოიარა...

სხვადასხვა დროს მუშაობდა მეწაღედ, რა დროსაც, დიზაინიდან დაწყებული, შეკეთებით დამთავრებული, ნებისმიერ სამუშაოს ასრულებდა. იყო დამხმარე მუშა და ელექტროშემდუღებელი ღვინის ქარხანაში, შიდა ინტერიერის დიზაინის მუშა-ხელოსანი, სოციალურ სააგენტოში ლოჯისტიკის მენეჯერი და დისტრიბუციაში გაყიდვების მენეჯერიც გახლდათ. ავტომანქანების გაზის მონტაჟსა და შეკეთებაზეც უმუშავია, გამოიარა ემიგრაციაც... შესწავლილი აქვს თექა, კერამიკა, მინანქარი, ბატიკა, ქვილთი და ხის მხატვრული დამუშავება.

დღეს ბავშვებს ხატვას ასწავლის ალვანის კოლეჯში სახელად „აისი“ და თავის ოჯახთან ერთად ბედნიერად ცხოვრებისთვის ყველაფერს აკეთებს...

© photo: courtesy of Eto Dimaდიმიტრი ორკოდაშვილი მეუღლესთან ერთად
მხატვარი, რომელმაც ბევრი ხელობა აითვისა და „არაფერში ბევრი რამის კეთებას“ ახერხებს - Sputnik საქართველო
დიმიტრი ორკოდაშვილი მეუღლესთან ერთად

– ბატონო დიმიტრი, მოდით, საუბარი ბოლოდან დავიწყოთ – რას მიხვდით ცხოვრებაში?

– იმას მივხვდი, რომ ცხოვრება არაფერია და ამ არაფერში ბევრი რამის კეთება და შექმნა შეგიძლია, მთავარი სიყვარულია მოყვასის მიმართ. საერთოდაც სიყვარულია ამ არაფერში ყველაფერის შემქმნელი და აზრის მიმცემი... თელავში პედაგოგების ოჯახში გავიზარდე, დავამთავრე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კვების პროდუქტების ტექნოლოგი ვარ. ბავშვობიდან მუდმივად ვხატავდი, ვსწავლობდი თელავის ხატვის სკოლაში. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ დიპლომი ვერ ავიღე. პერსონალური გამოფენა თელავის მუზეუმში და თელავის თეატრში მქონდა, ასევე ჯგუფურებშიც ვმონაწილეობდი.

© photo: courtesy of Eto Dimaდიმიტრი ორკოდაშვილის შემოქმედება
მხატვარი, რომელმაც ბევრი ხელობა აითვისა და „არაფერში ბევრი რამის კეთებას“ ახერხებს - Sputnik საქართველო
დიმიტრი ორკოდაშვილის შემოქმედება

– გამოფენა გქონდათ ესპანეთშიც, სადაც რამდენიმე წელი იცხოვრეთ...

– ესპანეთში საცხოვრებლად 2003 წელს წავედი და 2011 წელს დავბრუნდი. ვცხოვრობდი ქალაქ არნედოში, ლარიოხას რეგიონში, ჩემი საყვარელი დის თინათინ ორკოდაშვილის ოჯახში. ვმუშაობდი სხვადასხვა განხრით, ყველაფერს მარტივად და სწრაფად ვითვისებდი. სამუშაოდან დაბრუნებული კი ვხატავდი, ბევრს ვხატავდი, ისე ბევრს, რომ ხშირად უძილოც წავსულვარ სამსახურში. გამოფენას რაც შეეხება, სერვანტესის სახელობის თეატრში მონაწილეობა მივიღე ჯგუფურ გამოფენაში ზაზა პაპიძის ხელშეწყობით, რომელსაც სახელოსნო ჰქონდა. ზაზა ძალიან კარგი მხატვარია და ძალიან კარგი პიროვნება, მაგრამ მიჭირს სხვისი რესურსის გამოყენება და მირჩევია ჩემთვის ვხატო ისე, რომ არავინ შევაწუხო. პერსონალური გამოფენა არნედოს მუზეუმშიც მქონდა.

© photo: courtesy of Eto Dimaდიმიტრი ორკოდაშვილის შემოქმედება
მხატვარი, რომელმაც ბევრი ხელობა აითვისა და „არაფერში ბევრი რამის კეთებას“ ახერხებს - Sputnik საქართველო
დიმიტრი ორკოდაშვილის შემოქმედება

– ვიცი, რომ ნახატები არასოდეს გაგიყიდიათ, ყველა გაჩუქებული გაქვთ...

– ასეა, თითქმის ყველა გაჩუქებული მაქვს. 2011 წლიდან დავბრუნდი სამშობლოში, სადაც დავოჯახდი. მყავს ორი ვარსკვლავი – მარიამი და ვასილი. მეუღლეც მხატვარია, დაამთავრა სამხატვრო აკადემია. საქართველოში ხომ იცით, რა სიტუაციაა, ყველაფერს ვეცდები, რომ ოჯახი კომფორტში მყავდეს. პედაგოგობის პარალერულად ხის გრეხილ ავეჯსაც ვაკეთებ. ამით იმიტომ დავინტერესდი, რომ მას თითქმის არავინ აკეთებს საქართველოში. მაქვს ჩემი პაწაწუნა სახელოსნო, სადაც მე და ჩემი მეუღლე ვხატავთ.

© photo: courtesy of Eto Dimaდიმიტრი ორკოდაშვილის შემოქმედება
მხატვარი, რომელმაც ბევრი ხელობა აითვისა და „არაფერში ბევრი რამის კეთებას“ ახერხებს - Sputnik საქართველო
დიმიტრი ორკოდაშვილის შემოქმედება

– ახალი წელი რა არის თქვენთვის?

– ახალი წელი ჩემთვის ყოველთვის უჩვეულო დროა, რადგან თუ გწამს, მას შეუძლია, რომ ახალი განცდა მოიტანოს. რა თქმა უნდა, იმის იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგი იქნება. თუნდაც ცუდი იყოს, ესეც შეგვიძლია გამოვიყენოთ, რომ უფრო კარგად დავინახოთ და შევიგრძნოთ რა არის კარგი. მინდა საქართველოშიც ისე ვიცხოვროთ ქართველებმა და მათ, ვისაც საქართველო უყვარს, როგორც განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრობენ. ამას ნამდვილად ვიმსახურებთ, რადგან ღვთისგან ნაბოძები სულიერება და მადლი ქართველებს არ გვაკლია...

 

ყველა ახალი ამბავი
0