„გრიპი არ იკურნება არყით და წიწაკით“ - ექიმის რეკომენდაციები

© photo: Sputnik / Stringerერთ-ერთი აფთიაქი თბილისში
ერთ-ერთი აფთიაქი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გრიპის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე ადამიანმა ექიმს უნდა მიმართოს

თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი დავით ლოლაძე მოუწოდებს მოსახლეობას არ მიმართონ თვითმკურნალობას და გრიპის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს და არა ხალხურ მედიცინას.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ფოთში 40 წლის ქალი, სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით გარდაიცვალა

საქართველოში გავრცელდა ე.წ. ღორის გრიპი. თბილისში პირველადი სამედიცინო დახმარების ხუთი დაწესებულება სამშაბათიდან სადღეღამისო რეჟიმზე გადადის. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს გრიპის პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმებს. ბოლო მონაცემებით, ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში H1N1 ტიპის „ღორის გრიპის“ დაავადების 158 შემთხვევა დაფიქსირდა.

„უნდა დავანებოთ თავი ნიორს, არაყს, შავ წიწაკას და გადავიდეთ სამკურნალო საშუალებებზე, მივიდეთ ოჯახის ექიმთან, გავიაროთ შესაბამისი კონსულტაცია, თუ საჭირო იქნება, ჩავიტაროთ გამოკვლევა, ავიღოთ ანალიზები და დავიწყოთ მკურნალობა. შეცდომას ვუშვებთ მაშინ, როდესაც საკუთარი ძალებით, ან მეზობლების რჩევით ვცდილობთ გავუმკლავდეთ ვირუსს. საბოლოოდ ვერ ვუმკლავდებით, არის შორს წასული ფორმა და სამწუხაროდ, ბოლოს ბრალდება ექიმს”, – განაცხადა დავით ლოლაძემ პრესკონფერენციაზე.

ლოლაძის თქმით, პრევენციის პირველი ნაბიჯია აცრა. საქართველოში ხელმისაწვდომია აცრა, რომელიც შემოდგომით უნდა გაკეთდეს, რათა მოქალაქეები გრიპის სეზონს მყარი იმუნიტეტით შეხვდნენ.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
25 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, ფილტვების ანთებით დაიღუპა

„განსაკუთრებით სასურველია აიცრან პედიატრიული ასაკის და 60 წელს გადაცილებული ადამიანები, ასევე პროფესიული რისკის ქვეშ მყოფნი – ექიმები და მედპერსონალი“, – აღნიშნა დავით ლოლაძემ.

მედიკამენტი „ტამიფლუ“ მხოლოდ ოთხ სააფთიაქო ქსელში გაიყიდება >>

ექიმის თქმით, გრიპისგან თავის დასაცავად საჭიროა ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება, იმუნიტეტის გაძლიერება, სამუშაო თუ საცხოვრებელი ოთახის ხშირი განიავება, რადგან დახურულ სივრცეში ვირუსი ადვილად ვრცელდება.

დღეისათვის საქართველოში გრიპით დაავადების საერთო მაჩვენებელი 100 ათას ადამიანზე 256 ადამიანს შეადგენს, რაც გასულ კვირასთან შედარებით 21 შემთხვევით ნაკლებია. ეპიდემიად მიიჩნევა, როდესაც ასი ათას ადამიანზე 450-500 დაავადებული მოდის. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებით მიმართვიანობის მაჩვენებელი ისევ მაღალი რჩება.

დღეისათვის გრიპით გამოწვეული გართულებების შედეგად საქართველოში 10 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო შემთხვევა თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში დაფიქსირდა, სადაც, სავარაუდოდ, „ღორის გრიპით“ 25 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0