რუსთავში მგზავრობის საფასურის ზრდას აპროტესტებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსამარშრუტო ტაქსი
სამარშრუტო ტაქსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსთავის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, არ გადაიხადონ  მძღოლების მიერ თვითნებურად გაზრდილი ტარიფები

თბილისი, 6 იანვარი - Sputnik. „ძალა ჩვენშია - არა გაზრდილ ფასებს“ - რუსთავში ასეთი შინაარსის ტრანსფარანტებით  ახალგაზრდები აქციას მართავენ და  რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფის გაძვირებას აპროტესტებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რუსთავსა და თბილისს შორის მიკროავტობუსით მიმოსვლა 29 დეკემბერს 50 თეთრით გაძვირდა და 2 ლარი გახდა.

სამარშრუტო ტაქსი - Sputnik საქართველო
რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსით მგზავრობა გაძვირდა

არსებული ინფორმაციით, აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა. ახალგაზრდები  ადგილობრივი თვითმმართველობიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებთან რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა  მივიდა. ტაბაღუა შეკრებილებს იმ სანქციებისა და გადაწყვეტილებების შესახებ ესაუბრა, რაც მერიამ პრობლემის მოგვარების მიზნით გადადგა. მერის განმარტებით, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსების საფასურის ზრდა მერიასთან არ ყოფილა შეთანხმებული.

როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, მგზავრობის საფასური მძღოლებმა  თვითნებურად გაზარდეს, ამით კი ტარიფის განსაზღვრაზე, რუსთავის საკრებულოს შესაბამისი დადგენილება დაარღვიეს. მგზავრობის ოფიციალური საფასური რუსთავი-თბილისის მარშრუტზე საკრებულოს მიერაა დადგენილი და 1,50 ლარს შეადგენს.

დღესვე რუსთავის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც  მგზავრებს მოუწოდა,  არ გადაიხადონ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მძღოლების მიერ თვითნებურად გაზრდილი ტარიფი.  ასევე, მერიის ცნობით, უწყება აქტიურად მუშაობს ქალაქში ალტერნატიული ტრანსპორტის შეყვანის საკითხზე.

ყველა ახალი ამბავი
0