რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსით მგზავრობა გაძვირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსამარშრუტო ტაქსი
სამარშრუტო ტაქსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი დღის წინ კომპანიის მძღოლებმა აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ მგზავრობის საფასური გაძვირდებოდა.

თბილისი, 29 დეკემბერი  — Sputnik. რუსთავსა და თბილისს შორის მიკროავტობუსით მგზავრობა 50 თეთრით გაძვირდა და 2 ლარი გახდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანას მოგებული კონკურსის საფუძველზე კომპანია „ინტერ ტრანსი“ ახორციელებს.

სამარშრუტო ტაქსი - Sputnik საქართველო
რუსთავი–თბილისის მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, რუსთავ-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსების საფასური მძღოლებმა თვითნებურად გაიზარდეს და მერიასთან ეს არ ყოფილა შეთანხმებული.  თუმცა ამის შესახებ კომპანია საქმის კურსში იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით ორი თვის წინ კომპანიას მძღოლებმა მიმართეს და განაცხადეს, რომ საწვავისა და სხვა ხარჯების გაზრდის გამო, მგზავრების გადაყვანას ვეღარ ახერხებდნენ და მგზავრობის საფასურის 50 თეთრით მომატება მოითხოვეს. თუმცა მათ კომპანიისგან უარი მიიღეს.

ორი დღის წინ კი კომპანიის მძღოლებმა აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ მგზავრობის საფასური გაძვირდებოდა.

„კომპანიასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება. ამ მოლაპარაკების საფუძველზე, კომპანიას აღებული ვალდებულებები სრულად უნდა შეესრულებინა, ამის შემდეგ მომხდარიყო მგზავრთა ტარიფისა და იმ თანხების დაფიქსირება, რომელიც კომპანიამ თანხის ზრდასთან დაკავშირებით დაასახელა“, - განაცხადა ტაბაღუამ.

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
საქართველოში ბენზინი გაიაფდა - ფასების კლება წლის ბოლომდე გაგრძელდება

მერის თქმით, ეს პროცესები ჯერ არ დაწყებულა. მერიამ მიმართა კომპანიას ამ ფასწარმოქმნასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასა და სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით.

„ეს ტარიფის ზრდა არის თვითნებური. დილიდანვე სამსახურები გასულები არიან, რომლებსაც ევალებათ მონიტორინგი. მგზავრობის ფასი საკრებულოს დადგენილებით არის დაწესებული და კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს“, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

შპს „ინტერტრანსმა" რუსთავი–თბილისის მიმართულებით 11-ვე მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანაზე გამოცხადებულ კონკურსში 2014 წელს გაიმარჯვა.

ყველა ახალი ამბავი
0