თბილისი, 6 იანვარი - Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოხსნილია, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
დეპარტამენტის ცნობით, ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე ( 90-112-ე კმ. მონაკვეთი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 1-36.5-ე კმ. მონაკვეთზე.
სომხეთისა და თურქეთის საზღვარზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები რამდენიმე დღის წინ ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ძლიერი ქარის გამო დაწესდა.