გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა

© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgiaგაწმენდითი სამუშაოები გუდაური-კობის მონაკვეთზე
გაწმენდითი სამუშაოები გუდაური-კობის მონაკვეთზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აკრძალვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამოა დაწესებული

თბილისი, 6 იანვარი - Sputnik. ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
სომხეთისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვები დაწესდა

აკრძალვა ყველა სახის ავტოტრანსპორტს ეხება.

აღნიშნულ მონაკვეთზე 4 იანვარს საღამოს აიკრძალა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ხოლო მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის 85-ე კმ.  მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0