თბილისის საავადმყოფოში პაციენტმა ექიმს სცემა

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმს მიღებული ტრავმების გამო გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა

თბილისი, 6 იანვარი - Sputnik. დიღომში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში   პაციენტი მკურნალ ექიმს ფიზიკურად გაუსწორდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, პაციენტი თავის ძლიერ ტკივილს უჩიოდა და ექიმისგან ნარკოტიკული საშუალება მოითხოვა. უარის მიღების შემდეგ კი მან მედიკოსს სცემა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ქუთაისის ერთ–ერთ საავადმყოფოში მიცვალებული აერიათ – ოჯახმა სხვა მიცვალებული დაკრძალა

ექიმს მიღებული ტრავმების გამო გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა და ახლა სტაციონარში მკურნალობს.

„ძალიან გაბრაზებული ვარ და კიდევ შეურაცხყოფილი. იმიტომ, რომ დღეს ჩემი კოლეგა ნუკრი ბერიშვილი გახდა თავდასხმის მსხვერპლი პაციენტის მხრიდან. ექიმმა მიიღო ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება. მას დასჭირდა ქირურგიული ჩარევა, აქვს ტვინის შერყევა. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ პაციენტმა თავის ტკივილის გამო მოითხოვა ნარკოტიკი“, - წერს საავადმყოფოს თანამშრომელი ნინო პოპიაშვილი სოციალურ ქსელში.

ღამით კლინიკაში პოლიციაც იყო მობილიზებული.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0