ზუგდიდში 24 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
5 იანვრის მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსს ბოლო ორ თვეში რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისი, 6 იანვარი - Sputnik. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი  ე.წ. ღორის გრიპია. მამაკაცი ზუგდიდში მესტიის საავადმყოფოდან ცხელებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გადაიყვანეს. იგი საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

აფთიაქი - Sputnik საქართველო
მედიკამენტი „ტამიფლუ“ მხოლოდ ოთხ სააფთიაქო ქსელში გაიყიდება

ექიმების განმარტებით,  პაციენტმა საავადმყოფოს სიმპტომების უკიდურესად გართულების შემდეგ მიმართა, მას ორივე ფილტვის მწვავე პნევმონია დაუდგინდა.

იყო თუ არა გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსი, ეს ორ დღეში დადგინდება.

ამჟამად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში  გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ხუთი პაციენტი მკურნალობს.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა –  100 ათას მოსახლეზე ვირუსით 277 ადამიანია დაავადებული. ეპიდემიად მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც 100 ათას  ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 450-500 დაავადებულს აღწევს. 5 იანვრის მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსს ბოლო ორ თვეში რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

ყველა ახალი ამბავი
0