საქართველომ მუცოს რესტავრაციის პროექტი „ევროპა ნოსტრას“ ჯილდოზე წარადგინა

გამოწერა
გახდება თუ არა ხევსურეთის შუასაუკუნეების ციხე-სოფელ მუცოს კონსერვაციის პროექტი გამარჯვებული, გაზაფხულზე გაირკვევა

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. საქართველომ წარადგინა ხევსურეთის ციხე-სოფელ მუცოს კონსერვაციის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთო ევროპული ფედერაციის ასოციაციის ჯილდოზე Europa Nostra, იუწყება პირველი არხი.

Europa Nostra გაეცნობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მასალებს, ასევე მსოფლიოს ათობით ქვეყნების პროექტებსა და 2019 გაზაფხულზე გამარჯვებულს დაასახელებს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მთავარი მიღწევები დასახელდა >>

Europa Nostra გამარჯვებულს ოთხ ნომინაციაში ავლენს: კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება; სამეცნიერო კვლევები; ცალკეული პერსონები ან ორგანიზაციები; განათლება, სწავლება ან ცნობადობის ამაღლება.

მცხეთა - Sputnik საქართველო
მცხეთის ისტორიულ ძეგლებზე მორატორიუმი 2019 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა

მტრების შემოსევების შედეგად მუცო დროთა განმავლობაში სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ძეგლის რესტავრაციის მასშტაბური პროექტი 2015 წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდა.

მუცო პირიქითა ხევსურეთში, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე მდებარეობს და ქვეყნის საზღვრის მცველი ურბანული კომპლექსია. ციხე-ქალაქი მდინარე არდოტის წყლის ხეობაში, სალკლდოვანი მთის სამხრეთის ფერდობზეა გაშენებული. ძეგლი გვიანდელი შუა საკუნეებით თარიღდება. ტერიტორია ადგილობრივი თემისგან საუკუნეზე მეტია მიტოვებულია.

მუცო კლდის ვერტიკალურ ტერასებზეა აშენებული, სადაც განთავსებულია 30 საცხოვრებელი სახლი, ოთხი საბრძოლო ციხე-კოშკი და რიგი უძველესი სტრუქტურის საკულტო ნანგრევებია.

ლეგენდის თანახმად, სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. ისინი განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ, იცავდნენ რა საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ საგანძურს. ლეგენდის თანახმად, მაღალ მთებში, რჩეულის მოლოდინში, საგანძური დღესაც დაცულია.

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ პრიორიტეტული ძეგლების გამოვლენის პროცესი დაასრულა

ვანის ქვაბები ტურისტებისთვის დაიკეტება >>

Europa Nostra — ასოციაციების საერთოევროპული ფედერაციაა, რომელიც 1963 წელს ევროპის კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნებრივი გარემოს პოპულარიზაციისა და დაცვის მიზნით შეიქმნა. ფედერაცია, რომლის შტაბ-ბინა ჰააგაში მდებარეობს, მოიცავს 250 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც ევროპის 45 სახელმწიფოში მუშაობს. Europa Nostra თანამშრომლობს ისეთ მსხვილ დაწესებულებებთან, როგორიცაა ევროპული საბჭო, ევროპის საბჭო და UNESCO.

საქართველო Europa Nostra-ს ასოცირებული წევრი 2016 წელს გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0