შევიტანოთ თუ არ შევიტანოთ? - საკითხავი აი ეს არის...

© photo: Sputnik / Levan AvlabreliФлешмоб мыльных пузырей
Флешмоб мыльных пузырей - Sputnik საქართველო
გამოწერა
საახალწლო რჩევა სტატიის ავტორისგან - შეიტანეთ იქ, საიდანაც გამოიტანთ! ეს იყო რჩევა მათთვის, ვისაც დარჩა არჩევანის უფლება... დაგროვებითი საპენსიო სისტემის სტრუქტურა და შინაარსი...

სამსონ ხონელი

ახალი წლის პირველი სამუშაო კვირა ტრადიციულად მოკლე გამოდგა... ორიოდე დღეში შობას გავითენებთ და მერე კი ყველა ჩავებმებით შრომის ფერხულში... რა თქმა უნდა ის, ვისაც სურვილთან ერთად, ამის ნიჭი და საშუალებაც აქვს. არ დაგვავიწყდეს, რომ წელი ახალი დასაქმებულთათვის გამორჩეულია!

საქართველოში საკმაოდ ამბიციური სოციალური პროექტის განხორციელება დაიწყო და ძალაში შევიდა ნახევრად სავალდებულო, დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელიც ხელისუფლების ვარაუდით, პენსიონერებს მისცემს ხვალინდელი დღის რწმენას და მათ ღირსეულ სიბერეს უზრუნველყოფს... კი, მაგრამ რატომ ნახევრად? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი. განვმარტავ, რომ ჩვენ მოქალაქეებს, რომელთა ასაკიც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით, ორმოც წელს აღემატებოდა, უფლება აქვთ დატოვონ სისტემა. ხოლო ორმოც წლამდე მოქალაქეებს და მათ დამსაქმებლებს დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა სავალდებულო პრინციპით მოუწევთ.

თბილისი - Sputnik საქართველო
ოთხფეხა მეგობრის ნაკვალევი... ანუ რა იყო და რა იქნება?!...

საპენსიო სისტემა საკმაოდ გრძელვადიან პერიოდს - ზოგიერთ შემთხვევაში ორმოც წელს და მეტსაც ეხება, რაც აქამდე განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებს შორის პრაქტიკულად ყველაზე ხანგრძლივია. შესაბამისად, როგორც ექსპერტ-ანალიტიკოსები აცხადებენ, მოქმედ და მომავალ მთავრობებს ყველა ეტაპზე მოუწევთ დაამტკიცონ, რომ აქვთ სათანადო ნდოობა და შეუძლიათ მოსახლეობის მიერ დაზოგილი მილიარდობით ლარი უდანაკარგოდ და ეფექტურად განკარგონ. როგორ გაართმევენ მთავრობები თავს ამ ამოცანას დრო გვიჩვენებს, ჩვენ კი მანამდე სისტემის მექანიზმებში, პირველ რიგში კი დაზოგვის სქემაში გავერკვეთ. ე.წ დაგროვებითი საპენსიო სისტემა თანაბრად ეხება მის სამ სუბიექტს − დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. დასაქმებული ფონდში რიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2 პროცენტს, დასაქმებულის ხელფასის 2 პროცენტს ფონდში რიცხავს დამსაქმებელი და ბოლოს სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს 2 პროცენტს და მას საპენსიო ფონდში მიმართავს. ერთი სიტყვით, მოქალაქის ხელფასის ჯამურად 6 პროცენტი საპენსიო სააგენტოში მიიმართება.

თბილისი - Sputnik საქართველო
მეოცნებე ელიოზის სინდრომი... ან სასწაულის მოლოდინში...

სახელმწიფო ხაზინა საპენსიო სქემის მონაწილეს საშემოსავლო გადასახადის 2 პროცენტს ურიცხავს ვიდრე, დასაქმებულის მთლიანი დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობა არ მიაღწევს 24.000 ლარს. შემდეგ, სახელმწიფო ხაზინა დასაქმებულს საპენსიო ანგარიშზე ურიცხავს დარიცხული შემოსავლის 1 პროცენტს ვიდრე დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობა არ გადააჭარბებს 60.000 ლარს წლიურად. ამის მერე კი სახელმწიფო ხაზინა დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე შენატანებს აღარ განახორციელებს.

საინტერესოა, როგორ მოხდება თანხის გადარიცხვა? საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დასაქმებულის ხელფასიდან სავალდებულო 2 პროცენტი ავტომატურად ჩამოიჭრება და დასაქმებულს ძალისხმევა არ მოუწევს. სააგენტოს ვებგვერდზე კონკრეტული სქემა არის წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც ეს პროცესი წარიმართება… www.pensions.ge

ფული - Sputnik საქართველო
იწვიმებს თუ არა ისე, როგორც ქუხს: პოლიტიკური „თამაშის“ ფასი

ჩვენ სხვა კითხვებზე ვცადოთ პასუხის გაცემა. აქვს თუ არა დამსაქმებელს უფლება უარი თქვას სავალდებულო კონტრიბუციის განხორციელებაზე? რა თქმა უნდა − არა! იცოდეთ, რომ მთავრობას უფლება ექნება დააჯარიმოს ყველა ის კომპანია თუ იურიდიული პირი, რომელიც დასაქმებულის სავალდებულო საპენსიო კონტრიბუციის გადახდაზე უარს იტყვის. პირველ ჯერზე ფინანსური სანქცია 500 ლარი, ხოლო განმეორების შემთხვევაში კი, უკვე 1000 ლარი იქნება. სპეციალისტების განმარტებით, საპენსიო რეფორმა ქვეყანაში სამუშაო ძალის დაახლოებით 2-4 პროცენტით გაძვირებას გამოიწვევს. დასაქმებულისგან განსხვავებით დამსაქმებლებს არჩევანი არა აქვთ, თუკი მათი დასაქმებული ფონდში მონაწილეობას დათანხმდა, მის დამსაქმებელს სხვა გზა არ რჩება და ისიც ავტომატურად ერთვება სისტემაში. ეს კი საქართველოს კერძო სექტორისთვის პრაქტიკულად ახალი გადასახადის დაწესების ტოლფასია. ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებებით, აღნიშნული შენატანები იურიულიად გადასახადის სახეს არ ატარებს და საუბარიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების კონსტიტუციასთან შეუთავსებლობის შესახებ უადგილოა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
როგორ, რისთვის და რატომ? ანუ დევნილი მიხეილის მიზნები...

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპენსიო ფონდის თანხების ინვესტირების საკითხი. საპენსიო სქემის ამოქმედებიდან პირველი ხუთი წლის განმავლობაში, ბენეფიციართა თანხები განთავსდება მხოლოდ დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში. შემდეგ კი მონაწილეებს თავად მიეცემათ საშუალება აირჩიონ დაბალრისკიანი, საშუალორისკიანი ან მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი. შესაბამისად, განსხვავებული იქნება იმ საფინანსო ინსტრუმენტების თანაფარდობაც, რომლებშიც თანხა უნდა ინვესტირდეს. დაბალრისკიან მიმართულებას უფრო დაბალი საპროცენტო სარგებელი ექნება, ვიდრე შედარებით რისკიან მიმართულებას. წინასწარ უცნობია თუ რა იქნება საშუალოდ ის საპროცენტო სარგებელი, რომელსაც აღნიშნული სისტემა მოქალაქეთა დაზოგილ თანხას დაარიცხავს. მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო სისტემაში აკუმულირებული ფინანსები მკაცრ მონიტორინგს დაექვემდებარება, სახელმწიფო გარანტიას არ იძლევა, რომ თქვენ მიერ დაზოგილ თანხას უდანაკარგოდ დაიბრუნებთ. კანონი ითვალისწინებს ეროვნული ბანკის მიერ საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ დროებით მოქმედებას იმ შემთხვევაში თუ საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული საქმიანობით მიღებული საპენსიო აქტივების დანაკარგი 1 პროცენტზე მეტია და თანაც ის არ არის გამოწვეული საბაზრო პირობების ცვლილებებით.

Калькулятор и иностранные деньги - Sputnik საქართველო
„ნიჭი, ძამიკო, ნიჭი“... ანუ გაცოცხლებული მევალეები

ორიოდე სიტყვით შევეხოთ დაგროვებული საპენსიო თანხის გატანის საკითხს. პენსიის მიღების უფლება მოქალაქეებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, პირადი განცხადების საფუძველზე, ექნებათ. თანხას მოქალაქეები საბაზისო პენსიასთან ერთად მიიღებენ. ამასთანავე, ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გადაავადოს პენსიის მიღება ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოს საპენსიო თანხის ერთიანად მიღება.

მათთვის, ვისაც სახელმწიფომ არჩევანის უფლება დაუტოვა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უარის სათქმელად დროც და პროცედურაც მკაცრად რეგლამენტირებულია − მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 31 მაისამდე! არც მანამდე და არც შემდეგ უარი აღარ მიიღება! აქვე, რაც შეეხება პროცედურას, მოქალაქე საპენსიო სააგენტოს ადგილზე უნდა ესტუმროს და უარი ოფიციალური განცხადებით დააფიქსიროს... სახელმწიფოს ინიციატივებისადმი მოსახლეობის ნდობის  „მაღალი“ ხარისხის გათვალისწინებით,  ადვილი წარმოსადგენია რა რაოდენობის ხალხი მოიყრის თავს ახალი უწყების ოფისთან... მანამდე ფიქრის დროა, ეს მათთვის, ვისაც სახელმწიფომ ფიქრის უფლება დაუტოვა! 

ყველა ახალი ამბავი
0