ოთხფეხა მეგობრის ნაკვალევი... ანუ რა იყო და რა იქნება?!...

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენი დროების პოლიტიკური "ელიტის" სიკაშკაშე და სიღარიბე... წლის მთავარი პოლიტიკური ბატალიები... რა და რატომ შემორჩა მეხსიერებას... ანალიტიკა და დასკვნები!

სამსონ ხონელი

ჩემო ერთგულო მკითხველო, რამდენიმე საათიც და ჩვენი დროების მომავალი ერთწლიანი მ ონაკვეთის ათვლას, ძაღლისგან ღორი გადაიბარებს... გილოცავთ, მრავალს დაესწარით და ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ჩემი თავიც არ მოგიშალოთ ღმერთმა. ტრადიციულად, ორი წლის გასაყარზე, მიმავალი შევაფასოთ და მომავლის განჭვრეტა ვცადოთ. ცნობილია, რომ ძაღლი ერთგულია, აი ღორისა რა გითხრათ, ძირითადად სიხარბესთან ასოცირდება. ახალი წლის თორმეტი თვეც მალე გაირბენს და ღორის ავ-კარგზეც მაშინ ვისაუბრებთ. ამჯერად კი თვალი გადავავლოთ მილეულ წელიწადს, ვნახოთ რა იყო გამორჩეული და რა მოგვიტანა ადამიანის ოთხფეხა მეგობარმა...

თბილისი - Sputnik საქართველო
მეოცნებე ელიოზის სინდრომი... ან სასწაულის მოლოდინში...

დარწმუნებული ვარ, მკითხველი არ დამძრახავს თუ ქრონოლოგიას დავარღვევ და  ზოგად პროცესებს, კონკრეტულ მოვლენებს არა მათი რიგითობის, არამედ აქტუალობის მიხედვით შევაფასებ... ეს მიდგომა სუბიექტურია, − შესაძლოა ბრძანოს მკითხველმა და დასძინოს, რომ ის, რაც სტატიის ავტორისთვის აქტუალურია, მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია და პირიქით. არ ვიკამათებ, „ამ სასტუმროში დირექტორი მე ვარ“ და თავად გადავწყვეტ რა იყო პირველი, მეორე და ა.შ

სამართლიანობა მოითხოვს და პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ძაღლმა კიდევ ერთხელ უერთგულა მმართველ პარტიას და მას, ვინც ოცბებით ჯერ კიდევ ერთობა, მასაც, ვინც ოცნებამ უკვე დაღალა და გააბრაზა კიდეც. ხატოვნად თხრობას წერტილი დავუსვათ და ვთქვათ პროზაულად − 2012 წლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები უკვე ზედიზედ მეექვსედ მოიგო, მათ შორის მეორედ − საპრეზიდენტო. მრავალ მიზეზთა გამო ეს არჩევნები  პოლიტიკურ მეხსიერებას დიდხანს შემორჩება. საარჩევნო მართონით რამდენიმე რეკორდი დამყარდა. ახლა მმართველი გუნდი, არა საკუთარი, არამედ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერად მოგვევლინა, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად პირველად დაინიშნა მეორე ტური და ბოლოს, სახელმწიფოს მეთაურის პოსტი პირველად დაიკავა ქალბატონმა...

ფული - Sputnik საქართველო
იწვიმებს თუ არა ისე, როგორც ქუხს: პოლიტიკური „თამაშის“ ფასი

შედგა პრემიერაც, პირველად ქვეყნის ისტორიაში, ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას მისი წინამორბედიც ესწრებოდა. ანტირეკორდიც იყო, არავის დაუთვლია და გაუზომავს, თუმცა საარჩევნო მარათონის დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ წინასაარჩევნო კამპანია განსაკუთრებულად გამორჩეოდა აგრესიითა და სიძულვილის ენით... საკამათო არ არის, წლის მთავარმა პოლიტიკურმა ბატალიებმა მკაფიოდ წარმოაჩინა ქართული პოლიტიკური ელიტის გარეგნული „სიკაშკაშე“ და შინაარსობრივი სიღარიბე.

Калькулятор и иностранные деньги - Sputnik საქართველო
„ნიჭი, ძამიკო, ნიჭი“... ანუ გაცოცხლებული მევალეები

ორპოლუსიანობა და მესამე ცენტრის ფორმირების უუნარობა, ალიანსებისა და ბლოკების ჩამოყალიბება ქარიზმატული ლიდერების გარშემო და არა იდეური ერთობის საფუძველზე, პორტირება ერთი გუნდიდან მეორეში, მოქმედება პრინციპით − ყველა ერთის წინააღმდეგ და კიდე -  მიზნის მისაღწევად ყველაფერი მოსულა, − ასეთია ჩვენი პოლიტიკური ველის მოკლე დახასიათება, რის გამოც ბოლო რამდენიმე წელია, საზოგადოებაში შეინიშნება პოლიტიკური პროცესებით იმედგაცრუება და ნიჰილიზმი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების პირველი ტურის შედეგი ელექტორატის დაბალმა აქტივობამ განაპირობა. საარჩევნო უბნებში სახელისუფლებო და ნახელისუფლარი გუნდების მხოლოდ აქტიური მხარდამჭერები გამოცხადნენ, ხოლო უმრავლესობა უბრალოდ შინ დარჩა... წარმოჩინდა, რომ სამართლებრივ პასუხისმგებლობას გაქცეული, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, კვლავაც მყარად ინარჩუნებს ელექტორატს. პოლიტიკური ველიდან სხვა ვერავინ, მათ შორის ვერც მისი ყოფილი თანაგუნდელები, ახერხებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ჩანაცვლებას მეორე   პოზიციიდან. არჩევნების მეორე ტური კი რეფერენდუმად იქცა, ძველის დაბრუნების საფრთხემ ამომრჩეველი გამოაფხიზლა, ბრძოლა ე.წ გაბრაზებული ელექტორატის გულის მოსაგებად, მმართველმა გუნდის გამარჯვებით დასრულდა და სწორედ ამან გადაწყვიტა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის.

ბანკის საქმიანობა - Sputnik საქართველო
ახალი საკრედიტო მენიუ, ანუ რა მოჰყვება განულებას?

განაწყენებული ოპოზიცია, საარჩევნო სისტემის რეფორმის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, ქუჩაში გავიდა. მცდელობა უღიმღამო აღმოჩნდა. უკვე წლის ბოლოს, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტების გასაგონად, მკაფიოდ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციით გაწერილ ვადებში, 2020 წელს გაიმართება. რაც შეეხება, ოპოზიციის მოთხოვნას − 2020 წლიდან საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე, პირველმა კანონმდებელმა განმარტა, რომ საამისოდ პოლიტიკური სისტემა მზად არ არისო. ქვეყნის პირველ კანონმდებელს არაფერი უთქვამს, ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური სისტემის პირობებში, სახელმწიფომ რატომ აირჩია მმართველობის საპარლამენტო მოდელი.

დავუბრუნდეთ საპრეზიდენტო არჩევნებს, პროცესმა დაგვანახა, რომ ძველებურად ვეღარ მუშაობს „ქართული ოცნების“ პარტიული მექანიზმი... ფაქტია, რომ გუნდში არსებული პრობლემები გახდა, მთავარი მეოცნების მეორედ მოსვლის მიზეზი, თუმცა ეს მანამდე იყო...

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გიორგი კვირიკაშვილმა გაზაფხულზე  მიიპატიჟა. მალევე გაირკვა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოქმედ პრემიერ-მინისტრზე გაბრაზებული იყო.

საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
საარჩევნო ყუთის მიღმა... ანუ „პოლიტიკა“ ქუჩაში...

მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარედ მამუკა ბახტაძე მოგვევლინა. ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა კარგად დათვალა და საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად ე.წ „მცირე მთავრობის“ კონცეფცია წარუდგინა. პარლამენტარებმა საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მიზნით, სამთავრობო სტრუქტურათა ოპტიმიზაციის გეგმა მოიწონეს და აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში მასშტაბური ცვლილებები განხორციელდა. ათი მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრი, - ამ შემადგენლობით ხვდება მთავრობა მომავალ წელს. რა სარგებელი მიიღო ბიუჯეტმა ჯერჯერობით უცნობია, სავარაუდოდ არავის დაუთვლია, ვეჭვობ, არც უახლოეს მომავალში დაითვლის ვინმე, რადგან ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ოპტიმიზაციის ეფექტი ხაზგასასმელი იყოს.

ცოტა პოზიტივიც, სიტყვა საქმედ იქცა! ჭარბვალიანობის წინააღმდეგ ბრძოლა რეალურად დაიწყო, ესტაფეტას მომავალ წელს ღორი გააგრძელებს და იმედია, სიხარბის მიუხედავად, მცდელობა წარმატებული იქნება. მანამდე კი ექვსასი ათასი მოქალაქის ოცნება რეალობად იქცა. ისინი ახალ წელს საკრედიტო ვალდებულებებისგან თავისუფალი შეხვდებიან.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
მომავალი წლის ყულაბა, ანუ ბიუჯეტის პოლიტიკური გათვლები

ლარი კვლავ განაგრძობდა მერყეობას, ტურისტების რაოდენობამ მოიმატა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უკეთესის სურვილს ტოვებს... ზოგადად, ცხოვრება გაძვირდა,     

წლის მიწურულს, ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ გამწესებამ საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან გააბრაზა... გამოიკვეთა, რომ მომავალი წლის ერთ-ერთ გამოწვევად მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა რჩება... გადამწყვეტი იქნება მმართველი გუნდის პოზიცია უზენაესი სასამართლოს ფორმირების საკითხზე...

ყველა ახალი ამბავი
0