რუსთავში ცხრა ადამიანი ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლა

© Sputnik / Alexander ImedashviliБригада Скорой медицинской помощи на выезде
Бригада Скорой медицинской помощи на выезде - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვია.

თბილისი,  4 იანვარი – Sputnik.  რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ცხრა ადამიანი მოიწამლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

ყაზტრანსგაზი - Sputnik საქართველო
„ყაზტრანსგაზ-თბილისი": ფრთხილად ბუნებრივ აირთან!

შემთხვევა გუშინ გამთენიისას მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მესხიშვილის ქუჩაზე ინტოქსიკაცია ორმა ქალმა და მცირეწლოვანმა ბავშვმა მიიღეს, ახმეტელის ქუჩაზე კი ოჯახის ექვსი წევრი მოიწამლა. ისინი  ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში და კლინიკა „რუსთავში“ არიან გადაყვანილები. ამ დროისთვის მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0