დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკით დაშავებული რვა წლის ბავშვი შეიყვანეს

© Sputnik / STRINGERკლინიკის დერეფანი
კლინიკის დერეფანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, ახალი წლის დღეებში დამწვრობის ცენტრს პიროტექნიკით დაშავებულმა 30-მა პაციენტმა მიმართა.

თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. დამწვრობის ცენტრში შეყვანილ რვა წლის ბავშვს სახის სერიოზული დამწვრობა აღენიშნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებაზე დაყრდნობით.

პიროტექნიკით დაშავებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ბოლო მონაცემებით, ახალი წლის დღეებში დამწვრობის ცენტრს პიროტექნიკით დაშავებულმა 30-მა პაციენტმა მიმართა.

„შემოსული პაციენტების 50% მოზრდილია, 50% კი – ბავშვი. გუშინ დამწვრობის ცენტრში შემოვიდა რვა წლის ბიჭი, რომელიც ამ დრომდე სტაციონარში რჩება. მას სახის სერიოზული დამწვრობა აღენიშნება. სხვა დაზარალებულებთან დაკავშირებით, საბედნიეროდ, სერიოზული დამწვრობა არ ყოფილა. წინა წლებიდან მოყოლებული, გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ეს არ მთავრდება ახალი წლის დღეებში, ეს გრძელდება 14 იანვრამდე“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას ურჩევს, თავი დაანებონ ასაფეთქებელ მოწყობილობებს და სხვანაირად მიულოცონ ერთმანეთს ახალი წელი.

იაშვილის სახელობის კლინიკა - Sputnik საქართველო
პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავებულთა რიცხვი მატულობს

პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო სხეულის დაზიანებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მიიღეს, მათ შორის, ქუთაისში ბოლო დღეებში 11 ადამიანი დაშავდა, რუსთავში დაშავებული 4 ადამიანიდან ორი  2 მცირეწლოვანი ბავშვია. 10-მდე ადამიანი დაშავდა ახალი წლის ღამეს ბათუმშიც.

წინასაახალწლოდ ე.წ. ხლაპუშკების თემა, როგორც წესი, ძალიან მტკივნეული ხდება. უკვე წლებია, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად უბედური შემთხვევების რიცხვი იზრდება. ამ პერიოდში ქართული ბაზარი სავსეა უამრავი სახეობის პიროტექნიკით, მისი რეალიზაციის პროცესს კი არავინ აკონტროლებს.

საქართველოში მალე არასრულწლოვნებზე პიროტექნიკის მიყიდვა აიკრძალება. კანონპროექტის თანახმად, კომპანია 200 ლარით, ფიზიკური პირი კი 100 ლარით დაჯარიმდება. თუ წლის განმავლობაში კონკრეტული კომპანია კანონს ხელმეორედ დაარღვევს, ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 400 ლარამდე გაიზრდება, ფიზიკური პირის შემთხვევაში კი – 200 ლარამდე.

2018 წლის იანვარში პიროტექნიკის შედეგად მიყენებული სხვადასხვა დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებებში 44 ადამიანი მოხვდა, მათ შორის 24 არასრულწლოვანი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0