პოპულარული საქსოფონისტი ჯიმი საქსი თბილისში კონცერტს გამართავს

© photo: Jimmy Sax / FB საქსოფონისტი ჯიმი საქსი
საქსოფონისტი ჯიმი საქსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქსოფონისტი, ვოკალისტი და პროდიუსერი ჯიმი საქსი კონცერტს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გამართავს

თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. პოპულარული საქსოფონისტი ჯიმი საქსი (Jimmy Sax) თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე 5 აპრილს წარდგება.

ჯიმი საქსი (ნადვილი სახელი ჯიმი როულენდი) - ქარიზამტული საქსოფონისტია, რომელიც ასრულებს ოთხი სტილის მუსიკას - ფრისტაილ ჰაუსს, დიპს, ფანკსა და ელექტროს. ბოლო ოთხ წელიწადში არტისტმა გამართა ათასობით შოუ სენ-ტროპეში, კანში, მაიამიში, დუბაიში, პარიზში, მონაკოში, ნიუ-დელიში, კაპრიში, კანკუნში და მსოფლიოს სხვა ქალაქებში.

ანიტა რაჭველიშვილი - Sputnik საქართველო
თბილისში ანიტა რაჭველიშვილი და ჩინელი ვირტუოზი მევიოლინე გამოვლენ

მის ოფიციალურ Youtube-არხს თითქმის 400 ათასი გამომწერი ჰყავს.

ჯიმი საქსი ასევე არის პროდიუსერი და ვოკალისტი მუსიკალურ პროექტ The Durden Theory-ში, რომელიც თავისი კაშკაშა ცოცხალი გამოსვლებით ევროპაში კარგად არის ცნობილი.

სხვადასხვა დროს საქსთან ერთად უკრავდნენ ასობით საუკეთესო დიჯეები, მუსიკოსები და შემსრულებლები. მათ შორის იყვნენ დავიდ გეტა, ბობ სინკლერი, გლორია გეინორი, ქუინსი ჯონსი, ჯონ ლეჯენდი,  Earth Wind & Fire და სხვები.

მის ყველაზე ცნობილ ჰიტს No man no cry 60 მილიონამდე ნახვა აქვს.

ჯიმი საქსის კონცერტი თბილისში 21:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ფილარმონიის სალაროებში და ონლაინ, ვებგვერდზე tkt.ge

ყველა ახალი ამბავი
0