თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი იქნება, იუწყება პირველი არხი პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზე დაყრდნობით.
2016 წლის მაისიდან ამ თანამდებობას ეკა მიშველაძე იკავებდა.
ხატია მოისწრაფიშვილი ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის და ამავდროულად, პრესსპიკერის თანამდებობას იკავებდა.
2008-2010 წლებში იყო საქალაქო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მანამდე მუშაობდა ტელეკომპანია „მზეში“ , „იმედსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელში.