საქართველოს პრეზიდენტმა თავისი მრჩევლები დაასახელა

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილმა თავისი უფლებამოსილების განხორციელება 16 დეკემბერს დაიწყო და ახლა ის თავის ადმინისტრაციას აყალიბებს

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს თავისი ადმინისტრაციის ფორმირებას, ამჯერად სახელმწიფოს მეთაურმა წარადგინა ექვსი მრჩევლები და სტაჟიორი - ქართველი ემიგრანტების შთამომავალი.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები მეორე ტურში მოიგო და ამომრჩეველთა 59,52% მიიღო. მისი კონკურენტი იყო ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე.

„როგორც დაგპირდით, დღეს წარმოგიდგენთ ჩემი გუნდის ნაწილს, რომელიც დღეს ინიშნება, მრჩეველთა გუნდს. როგორც იცით, საკმაოდ შეზღუდულები ვართ ამ მომენტში და სანამ არ ჩატარდება სრული რეორგანიზაცია და კონკურსი იმისთვის, რომ დავაკომპლექტოთ ბოლომდე ის ადგილები, რაც შტატით გვეკუთვნის“, - განაცხადა ბრიფინგზე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ ქეთევან მახარაშვილი დანიშნა, პარალელურად მას დაევალება ეთნიკურ უმცირესობასთან და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაცია. დროებით მახარაშვილი ასევე პრესსპიკერის ფუნქციებს შეითავსებს.

სიმონ პეტრედისი იქნება მრჩეველი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებში. დიასპორისა და მოქალაქეობის საკითხებში მრჩეველი ნათია სულავა იქნება.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სად ჩავა საქართველოს მეხუთე პრეზდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით

სამხედრო საკითხებში მრჩეველი იქნება ალექსი ბარბაქაძე. ირინა შენგელია - საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების საკითხებში მრჩეველი, კოტე ნაცვლიშვილი - მრჩეველი კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში.

რაც შეეხება ქართველი ემიგრანტების შთამომავალს, ის არის  პიერ ალექსანდრ კრევუ, რომელიც, ზურაბიშვილის თქმით, დაიბადა ემიგრაციაში, ქართულ-ფრანგულ ოჯახში, აშშ-ში ცხოვრობდა და საქართველოში თავისი ნებით ჩამოვიდა. პრეზიდენტის განცხადებით, ის ადმინისტრაციაში ჯერ სტაჟიორი იქნება, შემდეგ კი მისი გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდება.

საქართველოს პრეზიდენტს სადეპუტატო სტატუსი შეუწყდა >>

თავად ზურაბიშვილიც ემიგრანტების შთამომავალია. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ 1921 წელს მისი მშობლები ემიგრაციაში ჯერ სტამბოლში, შემდეგ პარიზში წავიდნენ. ზურაბიშვილი პარიზში დაიბადა. ის საქართველოში 2003 წელს დაბრუნდა და პოლიტიკოსი გახდა.

ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს შედგა. ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა ლაშა ჟვანია, პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის დირექტორი და ზურაბიშვილის მოადგილე საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს. ხოლო მეხუთე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ცნობილი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0