გორში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით დაიღუპა

© Sputnik / Alexander ImedashviliБригада Скорой медицинской помощи на выезде
Бригада Скорой медицинской помощи на выезде - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული წლის დეკემბერში საქართველოში  H1N1 ტიპის ვირუსს ორი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. გორის საავადმყოფოში გრიპის ვირუსის გართულებით 32 წლის ქალი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სოფელ თორტიზაში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი  კლინიკა „გორმედში“  გუშინ, გვიან ღამით, სავარაუდოდ, ე.წ. ღორის გრიპის (H1N1)   ვირუსის სიმპტომებით მიიყვანეს.

ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო და ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს  მართვით სუნთქვაზე, თუმცა, ექიმების მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. 

აფთიაქი - Sputnik საქართველო
საქართველო გრიპის ვირუსის გავრცელების პიკზეა

იყო თუ არა გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

გასული წლის დეკემბერში საქართველოში  H1N1 ტიპის ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა და 100 ათას მოსახლეზე ვირუსით 276 ადამიანია დაავადებული, ეპიდემიად მიიჩნევა, როდესაც 100 ათას  ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 450-500 დაავადებულს აღწევს.

H1N1 („ღორის გრიპი") მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც გრიპის პანდემიური ვირუსი А(H1N1) pdm09 იწვევს. ის ღორისგან და ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა. ვირუსი 1930 წელს რიჩარდ შოუპმა (აშშ) აღმოაჩინა. „ღორის გრიპი" გადაეცემა როგორც დაინფიცირებულ ორგანიზმთან უშუალოდ კონტაქტით, ისე ჰაერ-წვეთოვანი გზით.

მსოფლიოში H1N1 ვირუსი 2009 წელს გავრცელდა და მას პანდემიურს უწოდებენ, რადგანაც დასაწყისში მან მსოფლიო მასშტაბით პანდემია გამოიწვია. საქართველოში ვირუსი ძალას დეკემბრის შუა რიცხვებიდან იკრებს და მარტის ბოლომდე გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0