თბილისში ინტოქსიკაციის გამო სამედიცინო დახმარება 400-მდე ადამიანს დასჭირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი წლის დღეებში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო  სამედიცინო ბრიგადები 255 გამოძახებაზე გავიდნენ

თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. ახალი წლის დღეებში თბილისის მასშტაბით კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის  გამო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები  366-ჯერ გამოიძახეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.  

საავადმყოფო - Sputnik საქართველო
ქუთაისში ალოჰოლური ინტოქსიკაციით საავადმყოფოს რამდენიმე ადამიანმა მიმართა

კერძოდ, კვებითი ინტოქსიკაციის ჩივილით  სამედიცინო დახმარება 111 ადამიანს დასჭირდა,  ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო კი სამედიცინო  ბრიგადები 255 გამოძახებაზე გავიდნენ.

სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, ყველა პაციენტს შესაბამისი მომსახურება გაეწია და გართულებული შემთხვევები არ ჰქონიათ. 

რაც შეეხება პიროტექნიკით დაზარალების შემთხვევებს, ცენტრის ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში ამ მიზეზით სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები გამოძახებაზე 34-ჯერ გავიდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0