თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. ქუთაისის რეფერალურ კლინიკას ახალი წლის დღეებში ალკოჰოლური ინტოქსიკაციით ხუთმა პაციენტმა მიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდათ და ხუთივე მათგანი კლინიკიდან უკვე გაწერილია.
ახალი წლის დღეებში ქუთაისში პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო საავადმყოფოს 11 ადამიანმა მიმართა. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი იყო, რომელსაც თითის რეპლანტაცია ჩაუტარდა.