ქართველი ჩოგბურთელი კატარის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

© AP Photo / Mark Schiefelbeinნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნოკოლოზ ბასილაშვილმა АТР–ის ლაივ–რეიტინგში  21–დან მე–20 ადგილზე გადაინაცვლა

თბილისი,  3 იანვარი – Sputnik.  საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР-ს რეიტინგში 21-ე ადგილი) АТР 250–ის სერიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა, რომელიც ამ დღეებში კატარის დედაქალაქ დოჰაში ტარდება.

მერვედფინალში ბასილაშვილი რუს ანდრეი რუბლიოვს (68) შეხვდა და ორ სეტში 6:3, 6:4 გამარჯვება მოიპოვა.  შეხვედრა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილი – ქართული ჩოგბურთის რეკორდსმენი

ქართველმა ჩოგბურთელმა პრაქტიკულად ყველა კომპონენტში აჯობა მოწინაარმდეგეს. აღსანიშნავია, რომ რუს სპორტსმენს მთელი მატჩის მანძილზე არცერთი ბრეიკ–პოინტი არ ჰქონდა, მაშინ როცა ბასილაშვილმა ოპონენტის ჩაწოდება ორჯერ აიღო.

მეოთხედფინაში გასვლის წყალობით, ბასილაშვილმა 45 რეიტინგული ქულა და საპრიზო 37 ათასი დოლარი მოიპოვა. ამასთან,  АТР–ის ლაივ–რეიტინგში  მან 21–ე ადგილიდან მე–20 ადგილზე გადაინაცვლა, რაც ბასილაშვილისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ნახევარფინალში მოსახვედრად ბასილაშვილი სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება. ეს ჩოგბურთელების რიგით მეორე შეხვედრა იქნება. პირველად მათი გზები 2018 წლის გაზაფხულზე გადაიკვეთა, რა დროსაც ჯოკოვიჩმა ორ პარტიაში 6:4, 6:2 გაიმარჯვა.

დოჰაში ტურნირი  Qatar ExxonMobil Open 5 იანვრამდე გაგრძელდება, მისი საპრიზო ფონდი კი ერთი მილიონ 400 ათასი დოლარია. ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ფრანგი გაელ მონფისია.

ყველა ახალი ამბავი
0