ბასილაშვილი – ქართული ჩოგბურთის რეკორდსმენი

© AP Photo / Mark Schiefelbeinნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვენაში წაგებამაც ვერ შეუშალა ხელი ქართველ ჩოგბურთელს, რომ მსოფლიო რეიტინგში პოზიციები გაეუმჯობესებინა.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი АТР-ს რეიტინგში 24-დან 22-ე ადგილზე გადავიდა და ამით დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდის ჩოგბურთელების რეკორდი დაამყარა. ეს უმაღლესი პოზიციაა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელებს შორის, რომელიც ოდესმე საქართველოს წარმომადგენელს დაუკავებია.

ბასილაშვილმა გასულ კვირაში АТР 500 სერიის ავსტრიის ტურნირის Erste Bank Open პირველივე წრეში წააგო სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან – 6:4, 6:7, 3:6. თუმცა ამ წაგებას ხელი არ შეუშლია ქართველი სპორტსმენისთვის, რომ მსოფლიო რეიტინგში ადგილი გაეუმჯობესებინა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
„მე დავიღალე, დავისვენებ" – ქართველმა სპორტსმენმა დასვენება გადაწყვიტა

ამჟამინდელი სეზონის დასკვნითი ტურნირი, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილი მიიღებს მონაწილეობას, პარიზის "მასტერსი" გახდება. ტურნირი 29 ოქტომბერს დაიწყო. ქართველი სპორტსმენის პირველი მეტოქე ავსტრალიელი ჯონ მილმანი (35) იქნება.

ამჟამინდელი სეზონი ბასილაშვილმა რეიტინგში 59–ე ადგილიდან დაიწყო. გაზაფხულზე ის 89–ე პოზიციაზეც ჩამოვიდა, თუმცა ზაფხულში მან ჰამბურგის ტურნირზე გაიმარჯვა და 35-ე საფეხურზე ავიდა. ამას დაემატა ჩოგბურთელის გამარჯვება China Open-ზე АТР-500 სერიიდან და მან რეიტინგში 12 პოზიციით ზევით გადაინაცვლა.

რაც შეეხება პარიზის ტურნირს, Rolex Paris Masters-ის საპრიზო ფონდია თითქმის 5,5 მლნ ევრო. მოქმედი გამარჯვებულია ამერიკელი ჯეკ სოკი.

ყველა ახალი ამბავი
0