„მე დავიღალე, დავისვენებ" – ქართველმა სპორტსმენმა დასვენება გადაწყვიტა

© FB / Nikoloz Basilashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავარაუდოდ, ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტებზე ვენაში საჩოგბურთო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად გამოჩნდება, რომელიც სტარტს 22 ოქტომბერს აიღებს.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთში გამართულ ორ ტურნირში მონაწილეობის შემდეგ დასვენება გადაწყვიტა, ამის შესახებ ჩოგბურთელმა საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.

„ჩინეთში შესანიშნავი დღეები გავატარე. ახლა ცოტას დავისვენებ და სეზონის დარჩენილი ორი ტურნირისთვის მოვემზადები. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და ასეთი თბილი წერილებისთვის", – დაწერა ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილი China Open-ის გამარჯვებულია

ჩინეთში ბასილაშვილმა АТР 500-ის სერიის ტურნირი China Open მოიგო. ფინალში მან არგენტინელ ხუან-მარტინ დელ-პოტროს (6:4, 6:4) სძლია. გამარჯვებამ სპორტსმენს 500 სარეიტინგო ქულა და საპრიზო 750 ათასი აშშ დოლარი მოუტანა. ამ წარმატებამ ბასილაშვილს შანსი მისცა АТР-ს რეიტინგში საკუთარი მდგომარეობა 11 პოზიციით გაეუმჯობესებინა და 34-ე ადგილიდან 23-ზე გადაინაცვლა.

სავარაუდოდ, ქართველი სპორტსმენის ტაიმ-აუტი 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება, როდესაც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში АТР 500 სერიის ტურნირი Erste Bank Open აიღებს სტარტს. ტურნირის ფონდი 2 790 ათასი ევროა. გასულ წელს ბასილაშვილის ტურნირში მონაწილეობა წარუმატებელი აღმოჩნდა, იგი კვალიფიკაციის პირველ რაუნდში უკრაინის წარმომადგენელთან სერგეი სტახოვსკისთან დამარცხდა.

სეზონის დასკვნითი ტურნირი ბასილაშვილისთვის პარიზის "მასტერსი" იქნება, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში 29 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0