ხვალიდან ორსულები და სოციალურად დაუცველები მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ

© photo: Sputnik / Stringerდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გრიპის ვირუსს ბოლო ორ თვეში ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისი, 3 იანვარი - Sputnik.  გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით 4 იანვრიდან სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებაზე დაყრდნობით. 

Бригада Скорой медицинской помощи на выезде - Sputnik საქართველო
გორში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით დაიღუპა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა –  100 ათას მოსახლეზე ვირუსით 276 ადამიანია დაავადებული. ეპიდემიად მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც 100 ათას  ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 450-500 დაავადებულს აღწევს. გრიპის ვირუსს ბოლო ორ თვეში ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მინისტრის განცხადებით,  გადაწყვეტილება გრიპოზული ინფექციისადმი მომატებული რისკის მქონე ჯგუფისთვის მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიიღეს.

პრეპარატის უფასოდ მისაღებად ბენეფიციარებმა უნდა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს და წარმოადგინონ ექიმის დანიშნულება (ფორმა 100). სოციალურად დაუცველთა სტატუსის გადამოწმება კი სამინისტროს ბაზაში მოხდება.

მედიკამენტი „ტამიფლუ“ გრიპის პროფილაქტიკისთვის ინიშნება მოზრდილებში და 1 წლის/ან მეტი ასაკის ბავშვებში.

ყველა ახალი ამბავი
0