რატომ დაჯარიმდნენ მერები, დეპუტატები და მოსამართლეები

© Sputnik / STRINGERხედი თბილისზე
ხედი თბილისზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაჯარიმებულთა შორის პარლამენტის 59 წევრი, 8 ქალაქის მერი და რამდენიმე მოსამართლეა

თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. საჯარო სამსახურის ბიურომ რვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მერი დააჯარიმა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქონებრივი დეკლარაციების შემოწმების შედეგად ხელფასის 20 პროცენტის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრათ ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას, სამტრედიის მერს ვალერიანე ფოცხვერიას, ბაღდათის მერი არჩილ გოგსაძეს, ზესტაფონის მერს კახაბერ მახათაძეს, ტყიბულის მერს თემურ ჩუბინიძე, ხონის მერს ლადო ჯურხაძეს, ასპინძის მერს როსტომ მაგრაქველიძესა და ოზურგეთის მერს კონსტანტინე შარაშენიძეს.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
მოსამართლე ლევან მურუსიძე დააჯარიმეს

დაჯარიმებულთა შორის პარლამენტის 59 წევრი და რამდენიმე მოსამართლეა.

დაჯარიმებულთა შორის ასევე არიან თბილისისა და სხვა ქალაქების საკრებულოების წევრები, მათ შორის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მარიკა დარჩია და გიორგი ახვლედიანი, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილი; ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე; ასევე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე; წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია; სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია; ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე; ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ვაჟა ჯანყარაშვილი; გზების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი  გიორგი სეთურიძე.

საჯარო სამსახურის ბიურომ 2018 წლის განმავლობაში 448 დეკლარაცია შეამოწმა, აქედან 379 უარყოფითად შეფასდა. ერთი დეკლარაცია შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებში გადაიგზავნა.

ყველა ახალი ამბავი
0