თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. ქონებრივ დეკლარაციებში აღმოჩენილი დარღვევების გამო ხუთი მოსამართლე დააჯარიმეს, იუწყება პირველი არხი.
საჯარო სამსახურის ბიურომ წელს 14 მოსამართლის ქონებრივი დეკლარაცია შეამოწმა. მათ შორის უარყოფითად შვიდი დეკლარაცია შეფასდა.
ხელფასის 20%-ის ოდენობით ხუთი მოსამართლე დაჯარიმდა, მათ შორის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე და გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე რომან კუპატაძე.
ქონებრივ დეკლარაციებში არაარსებითი დარღვევის გამო საჯარო სამსახურის ბიურომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ცისანა სირბილაძე და ხათუნა კაკაბაძე გააფრთხილა.